png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს მხარდამჭერი აქტი იმ წარმატებული რეფორმების დადასტურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს - გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 24.10.2019
  • 11:12
საქართველოს მხარდამჭერი აქტი იმ წარმატებული რეფორმების დადასტურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს - გიორგი გახარია

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტი საქართველოსა და ამერიკის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მხარდამჭერი აქტი იმ წარმატებული რეფორმების დადასტურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს

"მინდა ვისაუბრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის წარმატებული კენჭისყრის მნიშვნელობაზე. რა თქმა უნდა, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს პარტნიორულ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია სტრატეგიულ პარტნიორთან. თუმცა, აქვე მინდა აღვნიშნო რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ აქტში არის ხაზგასმული. პირველი, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა, ასევე ხაზგასმულია საქართველოს უსაფრთხოების კონტექსტის აუცილებლობა და რასაკვირველია, ადამიანის უფლებების დაცვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ იმ წინადადებას, რომელიც იყო გამოთქმული ამ აქტში შესაბამისი შესაძლო სანქციების დაწესების შესახებ. ასევე მნიშვნელოვანია ეკონომიკური კომპონენტი, სადაც ხაზგასმულია შესაძლო თავისუფალ სავაჭრო რეჟიმზე მუშაობის გააქტიურება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სრულად ახალ, ხარისხობრივ საფეხურზე გადაიყვანს ქვეყნებს შორის ურთიერთობას. ასევე მინდა გულწრფელად გითხრათ, რომ ეს იმ წარმატებული რეფორმების დადასტურებაა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში მიმდინარეობს,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ დღეს მთავრობის სხდომაზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge