png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი დონის აქტი საქართველო - ამერიკის პარტნიორობის ისტორიაში არ გვქონია - ზალკალიანი

  • პოლიტიკა
  • 23.10.2019
  • 13:11
ასეთი უპრეცედენტოდ მაღალი დონის აქტი საქართველო - ამერიკის პარტნიორობის ისტორიაში არ გვქონია - ზალკალიანი

"ეს მართლაც ყოვლისმომცველი აქტია და ის საქართველო-ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობის ტოლფასია. ზუსტად ასეთი სახის პარტნიორობა გვსურს ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, და ეს დოკუმენტიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითად მიმართულებას განსაზღვრავს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას, აშშ-ის კონგრესის მიერ საქართველოს მხარდამჭერი აქტის კომენტირებისას.

მისი თქმით, საქართველოს აშშ-სთან უპრეცენდენტოდ მაღალი დონის თანამშრომლობა აკავშირებს, სწორედ ამიტომ, საქართველოს მხარდამჭერი აქტი კიდევ ერთი ნაბიჯია ამ განსაკუთრებული ურთიერთობების განმტკიცებისათვის.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, იმ ფონზე რომ აშშ-ს დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი მრავალი სერიოზული საკითხითაა დახუნძლულია, აშშ-ს მხრიდან საქართველოსთან მიმართებაში ასეთი მაღალი დონის დოკუმენტის მიღება ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი სერიოზული გზავნილია და „ადასტურებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია აშშ-ს თვის საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოს ამერიკის პოლიტიკურ დღის წესრიგში უაღრესად მოწინავე პოზიცია უკავია“

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული აქტი დაამტკიცა.

დემოკრატი კონგრესმენის, ჯერი კონოლის და რესპუბლიკელი ადამ კინზინგერის მიერ ინიცირებული დოკუმენტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე, ორპარტიულ მხარდაჭერას, გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დამრღვევი პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოდის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge