png.ge
png.ge
png.ge
16+
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
25 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

  • პოლიტიკა
  • 04.10.2019
  • 17:13
სალომე ზურაბიშვილმა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსა და ნატოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისათვის, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისათვის ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი ოქროს საწმისის ორდენით დააჯილდოვა.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ბათუმში, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მოქალაქეებისა და ქართველი ხალხის სახელით, მადლობა გადაუხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს.

"ჩვენ შევიკრიბეთ იმისათვის, რომ ვაღიაროთ და აღვნიშნოთ ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის როუზ გოტმიოლერის ღვაწლი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება მშვიდობას მიუძღვნა.

გვინდა ვაღიაროთ თქვენი როლი საქართველო - ნატოს თანამშრომლობაში, რაც მშვიდობის სამსახურის კიდევ ერთი გზაა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანი რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის გაძლიერებაა, რაც კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს დღევანდელ სამყაროში. მნიშვნელოვანია ის, რაც გააკეთეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად და საქართველოს მხარდაჭერის გასაზრდელად. 2019 წელი განსაკუთრებული წელია ნატო - საქართველოს თანამშრომლობაში. ამას თქვენ გიმადლით და ვფიქრობ, რომ დღეს ოქროს საწმისის ორდენის მონიჭება თქვენთვის, ეს საქართველოს მეგობრად თქვენი აღიარების გზაა. ეს ჯილდო სიმბოლოა იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ნატოსთან გაგრძელდება, გაძლიერდება და საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს“, - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა როუზ გოტმიოლერს.

როუზ გოტმიოლერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს მინიჭებისათვის და აღნიშნა, რომ ნატო - საქართველოს უნიკალური პარტნიორობის 30 წლის განმავლობაში კავშირები გაღრმავდა და განვითარდა.

"ამ საზეიმო მომენტში, მინდა, ყველა იმ მამაც მეომარს მივაგო პატივი, რომელმაც სიცოცხლე დათმო ავღანეთის მისიაში. ჩვენ ჭეშმარიტად მივაგებთ პატივს მათ ხსოვნას. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. ვამაყობ ნატო - საქართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი სამუშაოთი. ერთ დღეს საქართველო გახდება ნატოს წევრი მე ველოდები ამ დღეს“, - აღნიშნა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge