png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ

  • პოლიტიკა
  • 24.09.2019
  • 17:04
დონალდ ტუსკი და ჟან კლოდ იუნკერი გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა და ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავება მიულოცეს. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც მილოცვაშია აღნიშნული, ევროპული საბჭო და ევროკომისია რჩებიან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერად და განაგრძობენ საქართველოს მთავრობის ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრებ ადამიანთა ჩართულობისაკენ არის მიმართული.

"მოუთმენლად ველით თქვენთან მუშაობას ჩვენი ძლიერი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავებისა და ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ჩვენი პოლიტიკური დაახლოების, ასევე ეკონომიკური ინტეგრაციის უფრო ფართომასშტაბიანი გეგმების განსახორციელებლად. საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შემდგომი კონსოლიდაციისთვის თქვენი ლიდერობა არსებითი მნიშვნელობისაა“, - აღნიშნულია მილოცვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge