png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

მამუკა ბახტაძემ შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

  • პოლიტიკა
  • 08.08.2019
  • 16:00
მამუკა ბახტაძემ შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

ჩვენი ერის მრავალსაუკუნოვანი ისტორია არის ბრძოლა თავისუფლებისთვის და ერთიანობისთვის, თითოეულმა ამ ბრძოლამ შვა თავისი გმირები. ასე იყო 2008 წლის აგვისტოშიც -სოფელ შინდისში, როდესაც ოკუპანტთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცნენ ჩვენი ჯარისკაცები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ შინდისში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შინდისში გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“ეს დღე არის ძალიან დიდი ტკივილი თითოეული ჩვენგანისთვის. ჩემს გვერდით იმყოფება თანამედროვეობის გმირი ადამიანი, ბატონი ახმეტა ხუციშვილი, რომელმაც გადაარჩინა ჩვენი ბიჭები. ამ ადამიანის მაგალითზე უნდა იზრდებოდეს თაობები”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შინდისში იმყოფებოდა ასევე კინოპრო­დი­უ­სე­რი, პრო­ექ­ტ "შინდი­სის” ავ­ტო­რი და ხელმძღვანელი ედმონდ მინაშვილი. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალგაზრდების ჯგუფმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და გადაიღო ფილმი შინდისელი გმირების შესახებ, რომელიც წარდგენილია მსოფლიოს პრესტიჟულ კინოფესტივალებზე, მათ შორის ოსკარზე.

“მსურს მათ მადლობა გადავუხადო ამისთვის. ჩვენი ამოცანაა, მთელს მსოფლიოს დავანახოთ, რომ საქართველო არის გმირების სამშობლო და ქართველი ერი ოკუპაციას არასდროს შეურიგდება”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრი შინდისში თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილთან ერთად იმყოფებოდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge