png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი - ბახტაძე

  • პოლიტიკა
  • 08.08.2019
  • 14:53
ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი - ბახტაძე

დღეს რამდენიმე ადამიანი სვამდა კითხვას, თუ როდის დაიწყო ოკუპაცია, ოკუპაცია დაიწყო 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ჩვენი მოქალაქეები იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ თავიანთი სახლ-კარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გორში, დევნილთა დასახლებაში განაცხადა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ამას შემდეგ მოჰყვა სხვა ნაბიჯები, რომელმაც კიდევ უფრო გაამყარა ოკუპაციის ფესვები საქართველოში. 

“დღეს 11 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან. ეს არის უზარმაზარი ტკივილი და მოუშუშებელი იარა თითოეული ჩვენგანისთვის და დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთად დგომა, ერთსულოვნება, თანმიმდევრული პოლიტიკა, იმ სამშვიდობო ინიციატივების რეალიზაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს გაცხადებული, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ყველაზე მთავარ მიზნამდე, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის სრული დეოკუპაცია”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. 

პრემიერი ცხინვალიდან დევნილი ვეტერანის, სერგო ქესანაშვილის ოჯახში იმყოფებოდა, სადაც აღნიშნა, რომ დევნილების ბინებით უზრუნველყოფა მთავრობისთვის პრიორიტეტია. 

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ვეტერანთა მხარდაჭერის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ სახელმწიფო სწორედ ასეთ ხალხზე დგას. 

მთავრობის მეთაური დევნილებს ასევე ესაუბრა ახალი ბინების მსენებლობის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს პროცესი დაჩქარებული ტემპებით გაგრძელდება. 

გორში, ანწუხელიძის ქუჩაზე მდებარე დევნილთა დასახლებაში 480 დევნილი ოჯახი ცხოვრობს

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
  • 08:48
მე ვარ ივანიშვილის რეჟიმის სამხედრო ტყვე  - დიტო ჩუბინიძე
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge