png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

არაკორექტულად იყო ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი „სულ რაღაც 14 ადამიანზე“ - ირაკლი სესიაშვილი ბოდიშს იხდის

  • პოლიტიკა
  • 25.06.2019
  • 16:43
არაკორექტულად იყო ნათქვამი, როდესაც ვსაუბრობდი „სულ რაღაც 14 ადამიანზე“ - ირაკლი სესიაშვილი ბოდიშს იხდის

ჩემი მხრიდან არაკორექტულად იქნა ნათქვამი, როდესაც მე ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე და ამის გამო მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი სესიაშვილმა.

მისი თქმით, განცხადებას ზოგიერთმა მედიასაშაულებამაც არასწორი ინტერპრეტაცია მისცა.

“დღეს განცხადებების დროს მე ვისაუბრე ძალადობის ესკალაციის დაწყების პირველ 2 საათზე. ვისუაბრე, რომ ასი პოლიციელი დაშავდა, ასევე, 14 სამოქალაქო პირი. ზოგიერთმა სააგენტომ, სამწუხაროდ, გაავრცელა ინფორმაცია და არ მიუთითა, რომ პირველ 2 საათზე ვსაუბრობდი. თუმცა ასევე უნდა ითქვას, რომ ჩემი მხრიდან არაკორექტურლად იქნა ნათქვამი, როდესაც მე ვსაუბრობდი სულ რაღაც 14 ადამიანზე და ამის გამო მინდა, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო. ჩემი სურვილი იყო ამ შემთხვევაში ხაზი გამესვა იმ გარემოებისთვის, რომ პოლიცია პირველ ორი საათში შეკავებით ღონისძიებას ახორციელებდა. თოთოეული ჩვენი თანამოქალაქის, პოლიციელის თუ სამოქალაქო პირის, ჯანმრთელობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაოდენობას რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არა აქვს”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
ირაკლი სესიაშვილის განცხადების ტექსტი საქართველოს პარლამენტის პრესამსახურმა გაავრცელა: "ორი საათის განმავლობაში ასამდე პოლიციელი დაშავდა იქ. და სულ რაღაც 14 სამოქალაქო პირი, ისიც ჭყლეტაში. და ის რაც შემდგომ დამატებითი ძალის გამოყენების აუცილებლობა დადგა და ეს იყო იძულებითი აუცილებლობა, როდესაც ჩვენი პოლიციელები ორი საათის განმავლობაში ასე მოთმინებით იდგნენ და ეს იყო ჩვენი პოლიტიკური პოზიცია, რომ არა ამ ქვეყანაში არ შეიძლება ძალადობა და ეს უნდა შეიგნოს ყველამ. მაგრამ სირცხვილი იმათ, ვინც ერთი რომ ამ ძალადობისკენ მოუწოდებდა, მეორე სირცხვილი იმათ, რომ დაინახეს ასეთი მაღალი რისკი იყო ჯანმრთელობის დაზიანების, ერთი ნაბიჯი, ერთი მოწოდება არ გააკეთეს. სირცხვილი იმათ, ვინც მიატოვეს ეს ადამიანები და გაიქცნენ, დაიმალნენ. და სირცხვილი იმათ, ვისაც არ ეყოთ გამბედაობა და დღესაც ვერ გაემიჯნენ, იმიტომ რომ პოლიტიკური მადა მათი არის აი ამ ეშმაკზე ჩამოკიდებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge