png.ge
png.ge
png.ge
16+
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
24 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი - გრიგოლ ვაშაძე

  • პოლიტიკა
  • 24.06.2019
  • 16:09
ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი - გრიგოლ ვაშაძე

საქართველო სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

„რაც დღეს მოხდა, ეს არის მთლიანად ქართული საზოგადოების საქართველოს ყველა მოქალაქის, პატრიოტი, თავისუფლების მოყვარული ახალგაზრდობისა და კონსოლიდირებული ოპოზიციის ბრძოლის შედეგი. მაგრამ საქართველო სრულფასოვან დასავლურ სტანდარტებთან შესაბამის დემოკრატიად, რომ გადაიქცეს, ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა. ამისთვის გადასადგმელია რამდენიმე სასწრაფო ნაბიჯი. უპირველეს ყოვლისა, თანამდებობიდან უნდა გადადგეს შს მინისტრი, რომელმაც გაბედა და ხელი აღმართა საქართველოს მოქალაქეებზე, ახალგაზრდებზე. რომელმაც თავისივე პრემიერ-მინისტრის განკარგულება დაარღვია და გაფრთხილების გარეშე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს კანონმდებლობა, გამოიყენა სპეცსაშუალებები. თან ისე, რომ ამან საფრთხე შეუქმნა ადამიანების სიცოცხლეს. არჩევნების გამყალბებელი გახარიას პირობებში, ნორმალური, დემოკრატიული არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. ეს არის საზოგადოების მოთხოვა და ამის დასტურია ავტომანქანების კოლონა, რომელიც ახლა შსს-სთან იმყოფება“, – აღნიშნა ვაშაძემ.

მისი თქმით, მეორე მოთხოვნაა აუცილებლად, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ყველა დაკავებული.

„აუცილებელია დაისაჯოს ყველა ის თანამდებობის პირი, რომელმაც ხელი აღმართა ქართულ საზოგადოებაზე. სასწრაფოდ დასაწყებია პროცესი, რათა ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩასატარებლად საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ იქნას შესაბამისი ცვლილებები. ასეთი პრინციპით დაკომპლექტებული კომისიებით ჩვენ დემოკრატიულ არჩევნებს ვერ ჩავატარებთ, საზოგადოების გახლეჩილობას ვერ აღმოვფხვრით და ვერ დავამთავრებთ იმ პოლარიზებას, რომელიც საქართველოს არ აძლევს საშუალებას, ჩამოყალიბდეს ნორმალურ, დემოკრატიულ, განვითარებულ, სამოქალაქო საზოგადოებაზე დაფუძნებულ სახელმწიფოდ“, – განაცხადა ვაშაძემ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge