png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა

  • პოლიტიკა
  • 21.06.2019
  • 15:20
ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან გადადგა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს. ოფიციალური განცხადება პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაკეთდება.

ირაკლი კობახიძის გადაგომის მოთხოვნით 20 ივნისს პარლამენტის წინ აქცია იმართებოდა, რომელიც ხელისუფლებამ სპეცრაზმის გამოყენებით დაშალა. გამოყენებული იყო ცრემლმდენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი. სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანილია 240 პაციენტი, ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება 102 პაციენტი. 240-დან 80 იყო პოლიციელი.

დაკავებულებიდან 14 ადამიანს სასამართლომ 12-12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.

საზოგადოების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა და "ქართული ოცნების" წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეა.

პარლამენტში მომხდარზე განცხადება გაავრცელა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ უმძიმესი სანახავი იყო პარლამენტის მთავარ ტრიბუნასთან ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატის ხილვა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა, რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ქცევა პროტოკოლურ შეცდომად შეაფასა.

„რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი პარლამენტში მომხდარს.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ძალიან მძიმე სანახავი იყო რაც მოხდა პარლამენტში. კატეგორიულად მიუღებელი და სამარცხვინო ფაქტი.

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს.

მოქალაქეებმა პარლამენტის წინ შეკრება დაიწყეს. ისინი პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას მოითხოვდნენ.

პარტიის გენერეალურმა მდივანმა კახა კალაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციამ ანტიკოსტიტუციური ხასიათი მიიღო.

აქციის დაშლის შემდეგ პრემიერ-მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. რომ სამართლებრივი შეფასება მიეცემა დესტრუქციული ოპოზიციის იმ ლიდერთა ქმედებებს, რომლებმაც კანონი დაარღვიეს. მანვე პირობა დადო, რომ პასუხს მოთხოვენ თავიანთი გუნდის იმ წევრებს, რომელთა მძიმე შეცდომებმაც შექმნა კრიზისული ვითარება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge