png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში - ნათია თურნავა

  • პოლიტიკა
  • 07.06.2019
  • 13:43
ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში - ნათია თურნავა

„ჩვენი სამინისტროს ხედვა და ის პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა სწორედ სტაბილური, დინამიური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში.
„ იმ საკითხებს შორის, რომლებიც არამხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი პრიორიტეტი, რომელზეც ვმუშაობთ: პირველი არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - ეს არის სიღარიბის დაძლევა მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში - თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. მეორე პრიორიტეტი არის მეტი ეფექტიანობა, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში, ხოლო უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვადასხვა შეფასებებით, ის გადააჭარბებს წლიურ 5 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია

.„თუმცა, არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება, რათა უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარებული რესურსი" - აღნიშნა მინისტრმა.
მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას და როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე.
„ჩვენ უკვე გვაქვს ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც, რასაკვირველია, ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს და მიწვდება თითოეულ ოჯახს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge