png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციის გამარჯვებულები ენერგოკომპანიებმა დააჯილდოვეს

  • საზოგადოება
  • 19.03.2019
  • 16:30
 ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა კონფერენციის გამარჯვებულები ენერგოკომპანიებმა დააჯილდოვეს

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენციის - ,,ენერგეტიკა და გარემო" - გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია.

ენერგეტიკის დარგის წამყვანი სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სპეციალურმა კომისიამ ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის 7 გამარჯვებულ სტუდენტსა და სამეცნიერო კონფერენციის 12 გამორჩეულ მონაწილეზე მსხვილი ენერგოკომპანიების მიერ დაწესებული ფულადი პრიზები გაანაწილა. კომისიამ სამეცნიერო კონფერენციის მონაწილე ყველა სტუდენტს სერტიფიკატები გადასცა.

სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი მიენიჭა ბაკალავრიატის მესამე კურსის სტუდენტს - თენგიზ აკობიას, რომლის მოხსენებაც საუკეთესოდ იქნა აღიარებული. პირველი ადგილის მფლობელ სტუდენტს კომპანია „ბლაუენშტაინ საქართველოსგან" 500 ლარის ოდენობით ფულადი პრემია გადაეცა და კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებაზე იქნა მიწვეული.

მეორე და მესამე ადგილები კი ბაკალავრიატის მე-3 კურსის სტუდენტებმა - ფიქრია ელიზარაშვილმა და ბექა შონიამ დაიკავეს. ორივე გამარჯვებულს კომპანია „საქრუსენერგოს" წარმომადგენელმა 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადასცა. „ენერგოეფექტურობის ცენტრის" რჩეულები გახდნენ ბაკლავრიატის მე-2 კურსის სტუდენტები ბექა ილურიძე და გიორგი ღაჭავა, რომლებიც 200-200 ლარით დაჯილდოვდენ.

დოქტორანტებს შორის გამარჯვებული გახდა მე-2 კურსის სტუდენტი - თამარ კანაშვილი, ხოლო მაგისტრანტებს შორის - პირველკურსელი ანი ჯანუყაშვილი. მათ „საქრუსენერგოს" მიერ დაწესებული 500-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერები გადაეცათ.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წარმომადგენელმა კონფერენციის მონაწილე 12 გამორჩეული სტუდენტი 125-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერით დააჯილდოვა. კომპანია „თელასის" წარმომადგენელმა კი 10 რჩეული სტუდენტი ანაზღაურებად სტაჟირებაზე მიიწვია, მათგან სამი ყველაზე მეტად წარმატებულის კომპანიაში დასაქმების პერსპექტივით.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკისა და ტელეკომუნიკაციის ფაკულტეტის სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაზე, საერთო ჯამში, 21 მომხსენებელი წარსდგა, რომელთაგან 15 ბაკალავრიატის, ხოლო 6 - მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტია. მათი ნაშრომები და კვლევები საქართველოს ენერგეტიკის დარგში მიმდინარე პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს, ინოვაციებს, მწვანე ენერგიის განვითარების შესაძლებლობებს, დარგში მიმდინარე დადებით თუ უარყოფით პროცესებს, ალტერნატიული ენერგიის მიღების წყაროებს, ენერგეტიკული დარგის განვითარების მიმართულებებს ეხებოდა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების გაანალიზების მცდელობასაც ისახავდა მიზნად.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან ერთად, სტუდენტთა რიგით მეორე ღია სამეცნიერო კონფერენციის - ,,ენერგეტიკა და გარემო" - ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის აკადემია, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, „თელასი", „საქრუსენერგო", ენერგოეფექტურობის ცენტრი, საკონსულტაციო-საპროექტო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფი" (GEG) და „ბლაუენშტაინ საქართველო" (Blauenstein Georgia).

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge