png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

  • საზოგადოება
  • 05.03.2019
  • 15:01
საქართველო უძველესი ცივილიზაციების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა ვებ-გვერდმა The Top Tens-მა ჩაატარა გამოკითხვა, რომლის თანახმად მომხმარებლებს უნდა აერჩიათ უძველესი ცივილიზაციების საუკეთესო ათეული. გამოკითხულთა შეფასებით, საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

პირველი და მეორე ადგილები წილად ხვდათ საბერძნეთსა და ეგვიპტეს. მომდევნო პოზიციებს იკავებენ რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, ასევე აცტეკების იმპერია და სპარტა. ბოლო ადგილებზე მოხვდნენ კელტები, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.

რეიტინგი იმ კრიტერიუმების მიხედვით შედგა, რომლებიც დამახასიათებელია უძველესი ცივილიზაციებისთვის. ვებ გვერდის მომხმარებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი მოსაზრება კომენტარების სახით გამოეთქვათ ამა თუ იმ ქვეყნის შესახებ, ასევე განემარტათ თუ რატომ ეკუთვნოდა ესა თუ ის ქვეყანა უძველეს ცივილიზაციას.

საქართველოს შესახებ კომენტარებში მომხმარებლები აღფრთოვანებას გამოთქვამენ ქვეყნის მდიდარი ბუნების, სტუმართმოყვარეობის, ქართული მრავალხმიანი სიმღერისა და ცეკვების შესახებ. საქართველოს ვაზის სამშობლოს უწოდებენ და იხსნებენ ლეგენდებს ოქროს საწმისისა და პრომეთეს შესახებ.

აღნიშნულია, რომ სწორედ საქართველოშია აღმოჩენილი უძველესი ჰომინიდები, ქართული ენა  კი მსოფლიოში უძველეს ენათა ათეულში შედის.

The Top Tens-ის შარშანდელ რეიტინგში დავით აღმაშენებელი ყველა დროის საუკეთესო სამხედრო გენერლების ათეულის ლიდერი იყო, რომელმაც ალექსანდრე მაკედონელიც კი უკან ჩამოიტოვა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge