png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

პირადობის მოწმობა ერთი თვის განმავლობაში 93 620-მა მოქალაქემ უფასოდ მიიღო

  • საზოგადოება
  • 04.03.2019
  • 13:17
პირადობის მოწმობა ერთი თვის განმავლობაში 93 620-მა მოქალაქემ უფასოდ მიიღო

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით გამოცხადებული აქციით 93 620 მოქალაქემ ისარგებლა.  აქცია ეხებოდა საქართველოს იმ სრულწლოვან მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე ფლობდნენ ქაღალდის (ე.წ. ლამინირებულ) ძველ პირადობის მოწმობას და მათ სახელზე არასდროს ყოფილა გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა.

მათ ერთი თვის განმავლობაში, 1 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით, შეეძლოთ ესარგებლათ აქციით, შეეცვალათ ძველი დოკუმენტი ახლით და სრულიად უფასოდ მიეღოთ პირადობის ელექტრონული მოწმობა, რომელიც თანამედროვე, გაუყალბებელი და ევროპული დოკუმენტია!

აქციის ფარგლებში, დოკუმენტის გაცემისას, მოქალაქეები გათავისუფლდნენ  როგორც პირადობის მოწმობის, ასევე, ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან.

2012 წლის ბოლოს საქართველოში 3 087 163 მოქალაქე ფლობდა ქაღალდის პირადობის მოწმობას. აქციის დასრულების შემდეგ საქართველოში დარჩა 655 917 piri ვისაც აქვს ე.წ. ლამინირებული მოწმობა (აქციის დაწყებამდე იყო- 749 537). ყველაზე მეტს თბილისში მცხოვრები მოქალაქეები ფლობდნენ: დღეის მდგომარეობით დარჩენილია -154 974 (აქციამდე იყო - 175 914;); შემდეგ - იმერეთის, დღეის მდგომარეობით დარჩენილია - 108 893 (აქციამდე იყო -125 383); კახეთის –დღეის მდგომარეობით დარჩენილია -71 053 (აქციამდე იყო-80 007 ) და ქვემო ქართლის –დღეის მდგომარეობით დარჩენილია- 72 012 (აქციამდე იყო -79 947).

აღნიშნული აქციით სარგებლობის მსურველ მოქალაქეებს შეეძლოთ, მიემართათ იუსტიციის სახლებისთვის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურებისთვისა და საზოგადოებრივი ცენტრებისთვიას. 

2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ის ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. შესაბამისად, ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი − ერთი ხმა“, და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელს.
საარჩევნო სიების სრულყოფის მიზნით იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 850 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 360 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge