png.ge
png.ge
png.ge
16+
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
23 ოქტომბერი, 2026, პარასკევი
png.ge

დღეიდან სურსათის ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგლამენტი ამოქმედდა

  • საზოგადოება
  • 01.03.2019
  • 09:57
დღეიდან სურსათის ეტიკეტირების შესახებ ახალი რეგლამენტი ამოქმედდა

1 მარტიდან ამოქმედდება „ტექნიკური რეგლამენტი - „მომხმარებლისათვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების - სურსათის ეტიკეტირების წესის შესახებ“.

ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულია სურსათის ეტიკეტირებასთან დაკავშირებული დამატებითი მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს მომხმარებლის ინფორმირებულობის გაზრდას და მისი უფლებები დაცვას.

ახალი რეგულაციის მიხედვით:

იზრდება ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი (მაგ: ნაჯერი ცხიმოვანი მჟავები; შაქარი და სხვა.); 
განისაზღვრება ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომასთან დაკავშირებული მოთხოვნები.
სურსათის შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები და არ უნდა იყოს შეცდომაში შემყვანი;
განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის კვებით და ენერგეტიკულ ღირებულებასთან დაკავშირებით, კერძოდ: საკვები ნივთიერებების, ვიტამინებისა და მინერალების მითითებასთან დაკავშირებით;
ეტიკეტზე არ უნდა იყოს ინფორმაცია სურსათის ისეთი თვისებების შესახებ, რაც არ ახასიათებს (მაგალითად: სურსათის შესახებ ინფორმაციაში არ უნდა იყოს არანაირი მინიშნება დაავადების განკურნების ან სურსათის სამკურნალო თვისებების შესახებ, გარდა ბუნებრივ მინერალურ წყლებთან და განსაკუთრებული კვებითი დანიშნულების სურსათთან დაკავშირებული ინფორმაციისა და სხვა...)
ალერგიის ან მომეტებული მგრძნობელობის გამომწვევი ზოგიერთი ნივთიერების ან პროდუქტის გამოყენების შემთხვევაში, განისაზღვრება აღნიშნული ნივთიერებების ეტიკეტზე განთავსების წესი, რომლის მიხედვითაც აღნიშნული ინგრედიენტი გამოყოფილი უნდა იყოს სხვა ჩამონათვალისაგან (მაგალითად, შრიფტის, ფონის, სტილით, ფერით;
განისაზღვრება სურსათის ნეტოს - სუფთა წონის (სურსათის წონა შეფუთვის გარეშე) ეტიკეტზე მითითების ვალდებულება.
სურსათის შენახვის ვადის ნაცვლად შემოდის ტერმინები: ვარგისიანობის მინიმალური ვადა; „გამოიყენება ---მდე“ ვადა, სურსათის გაყინვის ან პირველადი გაყინვის თარიღი.
დაკონკრეტდება სურსათის დასახელებები კერძოდ: სურსათის ოფიციალური, ჩვეული და აღწერილობითი დასახელება.
განისაზღვრება მოთხოვნები დაუფასოებელ სურსათის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
განისაზღვრება მოთხოვნები სურსათის გარე შეფუთვის ეტიკეტზე წარსადგენ ინფორმაციასთან დაკავშირებით;
სურსათის შესახებ სავალდებულო ინფორმაცია უნდა განთავსდეს გამოსაჩენ (შესამჩნევ) ადგილზე, გარკვევით, უნდა იყოს მკაფიო, შეუძლებელი უნდა იყოს მისი წაშლა. ინფორმაცია სრულად ან ნაწილობრივ არ უნდა იყოს გადაფარული სხვა ნებისმიერი წარწერით, გრაფიკული გამოსახულებით ან სხვა მასალით, რომელიც შეუძლებელს გახდის ინფორმაციის აღქმას.
სურსათის შესახებ ინფორმაციის განთავსებაზე პასუხისმგებელია ბიზნესოპერატორი, მათ შორის იმპორტიორი.
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის წარდგენას რეკლამის საშულებით ან ვერბალური კომუნიკაციის გამოყენებით.
მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვალდებულება შეეხება სურსათის დისტანციურ რეალიზაციას. 
ნებისმიერ სურსათს, რომელიც განკუთვნილია საბოლოო მომხმარებლისათვის ან საზოგადოებრივი კვების ობიექტისათვის მისაწოდებლად, თან უნდა ახლდეს ინფორმაცია აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: (საქართველოს მთავრობის დადგენილება №301) http://nfa.gov.ge/ge/kanonmdebloba/mtavrobis-dadgenilebebi/mtavrobis-dadgenilebebi-da-gankargulebebi-sursatis-sferoshi

ახალი რეგულაცია მომზადებულია ევროკავშირთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებული ვალდებულებით და შემუშავებულია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე (გამოყენებულია ევროკომისიის რეგულაციები და დირექტივები: N1169/2011, N1333/2008,1332/2008, 1334/2008, 2006/114, 2913/92, 2002/46, 2009/39).

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
  • 17:56
4 ოქტომბრის ორგანიზატორი ვარ მე და მზად ვარ გამოვცხადდე სასამართლოში, ან დისტანციურად მივცე ჩვენება - პაატა ბურჭულაძე
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
  • 14:34
ეი, ბიჭო, სამშობლოსთან არაფერი შეგეშალოს!  - „ასავალ-დასავალის“ მთავარი რედაქტორი
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
  • 18:03
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
  • 11:08
სამშობლოს ღალატის ბრალდებით, "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავეს
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
  • 16:42
„დინამოს“ ყოფილი ნახევარმცველი და კაპიტანი, გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
  • 14:12
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში გიორგი ზურაბაშვილი დაინიშნა
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
  • 11:55
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
  • 11:20
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს - შსს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge