png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ბათუმში, ქორწილში 100-მდე ადამიანი მოიწამლა

  • საზოგადოება
  • 25.06.2018
  • 12:12
ბათუმში, ქორწილში 100-მდე ადამიანი მოიწამლა

ბათუმის, ერთ-ერთ რესტორანში 100-მდე მოწამლული ადამიანის ლაბორატორიული კვლევისას სალმონელოზის ბაქტერია აღმოჩნდა.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განმარტებით, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, რა გახდა კვების ობიექტში ადამიანების მოწამვლის მიზეზი.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ შეტყობინების მიღებისთანავე შესაბამისი ჯგუფი ადგილზე მივიდა, თუმცა ნიმუშების აღება საკვების არ არსებობის გამო ვერ მოხერხდა.

სარიტუალო დარბაზ “კახაბერში” განმარტავენ, რომ მათთან შესაბამისი უწყებებიდან შემოწმების მიზნით არავინ მისულა.

ძლიერი ინტოქსიკაცია სულ ასამდე ადამიანმა მიიღო, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც. ყველა დაზარალებული საქორწინო წვეულების სტუმარი იყო.

მათი ნაწილი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება.  ინტოქსიკაციის მიზეზად ტკბილეული სახელდება, რომლის შენახვის პირობებიც არ იყო დაცული. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ნინო ნიჟარაძის თქმით, შემთხვევა უკავშირდება კრემიანი ნამცხვრის მიღებას, თუმცა ამის დამტკიცება ვერ ხერხდება, რადგან სურსათის აროვნული სააგენტოს მიერ, მათი უფლებამოსილების გამო ვერ ჩატარდა საკვების პროდიქტის ლაბორატორიული ანალიზი.

"რაც შეეხება პაციენტების ლაბორატორიულ კვლევას, ამოითესა სალმონელა, სალმონელოზის ბაქტერიული დაავადება ,რომელიც შეიძლება რძის პროდუქტებით, კრემიანი ნამცხვრით, კვერცხით გავრცელდეს, თუ აღნიშნული პროდუქტების შენახვის ტემპერატურული რეჟიმი დაირღვა“- აცხადებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნინო ნიჟარაძე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge