png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ - UNICEF

  • საზოგადოება
  • 12.06.2018
  • 12:38
საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ - UNICEF

UNICEF-ის მიერ ჩატარებული „მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა 2017"-ის თანახმად, საქართველოში შემცირდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც თავს ღარიბად მიიჩნევენ. მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელთან შედარებით საქართველოში სიღარიბის დონე გაზრდილია, კვლევა არ მოიცავს იმ გარემოებას, რომ 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს სიღარიბის დონე საქართველოში შემცირებულია. 2016 წელს სიღარიბის დონის ზრდა ეროვნული ვალუტის გაუფასურების შედეგად სესხის მომსახურების ზრდას უკავშირდებოდა. ამასთან, შემოსავლების ზრდის და დოლარიზაციის შემცირების პოზიტიური ტენდენციები სრულად აღნიშნულ კვლევაში ასახული არაა.

2015 წელთან შედარებით მონეტარული სიღარიბის ზრდის მიუხედავად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა სუბიექტური სიღარიბის მაჩვენებლები, კერძოდ 2015 წელს 38.4 პროცენტიდან სუბიექტური სიღარიბე 33.7 პროცენტამდე შემცირდა, რაც იმას გულისხმობს, რომ მოსახლეობის მიერ სიღარიბის დონის აღქმა შემცირებულია. ეს უკავშირდება რეალური შემოსავლების ზრდას, სამომავლოდ პოზიტიურ მოლოდინებს, რაც აუცილებლად აისახება ხარჯებზე და სიღარიბის მაჩვენებელზე. ამას მოწმობს ოფიციალური სიღარიბის სტატისტიკაც.

აღსანიშნავია, რომ 2015 წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის იმ ნაწილის ხვედრითი წილი, რომელიც მიიჩნევს, რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, ხოლო გაზრდილია მათი ხვედრითი წილი, ვინც თვლის რომ მისი ეკონომიკური მდგომარეობა გაუმჯობესდა.

2017 წელს ხარჯების სტრუქტურაში მნიშვნელოვანი ტენდენცია ფიქსირდება - 14.8 პროცენტით (რეალურ გამოხატულებაში კი 20.1 პროცენტით) შემცირდა შინამეურნეობების მიერ გაწეული გრძელვადიანი ხარჯები, რაც ნიშნავს სესხის მომსახურების ხარჯებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საბანკო ხარჯები საზოგადოების ყველა ფენისთვის შემცირდა. მათ შორის, ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვისაც შემცირდა სესხის მომსახურების ხარჯი. აღნიშნული საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმების შედეგია, რის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა დოლარიზაციის და მოწყვლადობის დონე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge