png.ge
png.ge
png.ge
16+
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

  • საზოგადოება
  • 12.06.2018
  • 11:58
თბილისში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ძლიერი წვიმის შემდეგ თბილისში დილიდან ზარალის დათვლა დაიწყო. მთელი ღამის განმავლობაში ქალაქის სხვადასხვა უბნებში მოსახლეობა სტიქიას ებრძოდა. საჭირო გახდა ხალხის ევაკუაციაც.

ამაშუკელის 22 ნომრიდან მოსახლეობის ევაკუაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც სტიქიამ კორპუსის საძირკველი დააზიანა. დაიტბორა ავტოფარეხი და კორპუსის მიმდებარე ტერიტორია. ადგილობრივების თქმით, ძლიერი წვიმის გამო სანიაღვრე არხმა წყალი ვერ გაატარა.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა გლდანი-ნაძალადევის რაიონი. დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელები, სავაჭრო ობიექტები და "ახმეტელის მეტროს" მიმდებარე ტერიტორია. მაღაზიების მეპატრონეებს პროდუქცია თითქმის სრულად გაუნადგურდათ. 

უხვი ნალექის გამო რამდენიმე ხე წაიქცა და გზა ჩახერგა ვარკეთილშიც. მოძრაობა პარალიზებული იყო ჯავახეთის ქუჩიდან ვარკეთილის მეტროს მიმართულებით, რის გამოც წყალში ჩარჩენილი ავტომანქანებიდან მოსახლეობა მაშველებმა გამოიყვანეს.

უხვი ნალექის გამო, გადაიკეტა ახალი გზაც, რომელიც 13 ივნისს მომხდარი სტიქიის მთავარი ეპიცენტრი იყო. ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩებზე, სადაც წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების გაყვანას საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ. სტიქიის ზონაში იმყოფებოდა დედაქალაქის მერი.

ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურს რეაგირება 153 შეტყობინებაზე მოუწია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge