მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობისას 4 ადამიანი დაიღუპა
- საზოგადოება
- 08.06.2018
- 16:39
ხელვაჩაურში, მდინარე აჭარისწყალზე ჯომარდობის დროს ოთხი ადამიანი დაიღუპა.
დაღუპულებს შორის სამი ტურისტი, ხოლო ერთი ადგილობრივია.
არსებული ინფორმაციით, ტურისტები მარადიდის მიდამოებიდან დაეშვნენ და მაჭახელისა და ჭოროხის შესართავთან მათი ნავი გადატრიალდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200