png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

  • საზოგადოება
  • 30.05.2018
  • 11:17
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

„ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობის გახსნის ღონისძიებაზე. 

აღსანიშნავია, რომ, საქართველოში პირველად, ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. 

ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულებამ 793 450 ლარი შეადგინა.
შენობის გახსნას მთავრობის და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატი, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge