png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, რიგით მეორე გამოფენა - „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა" გახსნა

  • საზოგადოება
  • 25.05.2018
  • 10:47
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, რიგით მეორე გამოფენა - „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა" გახსნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი შარვაშიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი, რიგით მეორე გამოფენა - „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა" გახსნა.

„ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროდ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს" - ეს სიტყვები საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯომარეს ეკუთვნის, რაც დასტურია იმისა, რომ სწორედ 100 წლის წინ საფუძველი ჩაეყარა თანამედროვე საქართველოს ევროპულ ფუნდამენტს - დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელმაც დაარსების საფუძველშივე თავისი არსებობის მთავარ პრინციპებად განსაზღვრა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, ქვეყნის ევროპული განვითარება და ევროპული მომავალი" - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.

როგორც მინისტრის მოადგილემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა საქართველო ამ ფასეულობების ერთგულია და დღეს ქვეყანა, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა მის საბოლოო მიზანს - გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

აღსანიშნავია, რომ გამოფენა „ევროპული დემოკრატიული რესპუბლიკა" ასახავს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკური ლიდერების და ინტელექტუალების დამოკიდებულებას ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთისადმი.

გამოფენის გახსნის ცერემონიის შემდეგ გიორგი შარვაშიძემ და თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით გამოცხადებული სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს და სპეციალური პრიზებით დააჯილდოვეს.

გამოფენის გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებისთვის ასევე გაიმართა საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია თემატიკაზე - „ორმხრივი ურთიერთობები 1918-1921 წლებში", რომელიც პროფესორმა რუსუდან დაუშვილმა წაიკითხა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge