დღეს თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხს უყრის კენჭს
- საზოგადოება
- 25.05.2018
- 10:42
დღეს თბილისის საკრებულო ვარდების მოედნისთვის სახელის შეცვლის საკითხს უყრის კენჭს. როგორც ცნობილია, საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისია ვარდების მოედნისთვის ახალ სახელზე ორი დღის წინ შეჯერდა. კომისიის გადაწყვეტილებით, მოედანს პირველი რესპუბლიკის სახელი ეწოდება.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომას პროტესტის ნიშნად არ დასწრებიან ფრაქციების „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წევრები.
მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობა ვარდების რევოლუციის მომენტს ებრძვის საქართველოს ისტორიაში.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200