png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

11-მა ქართულმა ღვინომ პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

  • საზოგადოება
  • 22.05.2018
  • 10:17
11-მა ქართულმა ღვინომ პოლონეთში უმაღლესი ჯილდოები მოიპოვა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ღვინის საერთაშორისო კონკურსში „GALICJA VITIS - 2018" ქართულმა ღვინოებმა უმაღლესი ჯილდოები - 2 ტროფი და 9 ოქროს მედალი მოიპოვა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სულ კონკურსზე წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 5 კომპანიის 18 სახეობის ქართული ღვინო. უმაღლესი შეფასება მოიპოვეს შემდეგმა ღვინოებმა:

ტროფი (Grand Gold)
კახური წარჩინებული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი" 
ალავერდი ტრადიციული, წითელი, 2013 წ. – კომპანია „ბადაგონი"
ოქრო (Gold)
საფერავი რეზერვი, 2010 წ. - კომპანია „ბადაგონი" 
კახური წარჩინებული, თეთრი, 2014 წ. - კომპანია „ბადაგონი" 
საფერავი 2016 წ. - „ვაზიანი კომპანი" 
მწვანე 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი" 
ქისი 2016 წ. – „ვაზიანი კომპანი" 
საფერავი 2017 წ. - კომპანია „ასადელი" 
რქაწითელი ქვევრი, 2017 - კომპანია „ასადელი"
წინანდალი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი" 
საფერავი 2016 წ. – „წინანდლის ძველი მარანი" 

აღნიშნული კონკურსი ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) ეგიდით იმართება. კონკურსის ჟიურიში ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თამთა ყველაიძე იყო მიწვეული. როგორც მან აღნიშნა, კონკურსი „GALICJA VITIS" პოლონეთში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და მასშტაბურ ღონისძიებად ითვლება.

„ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით, ქართულ ღვინის მწარმოებლებს უკვე მეორედ მიეცათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ ამ პრესტიჟულ კონკურსში. კონკურსზე წარდგენილი 18 ქართული ღვინიდან 11-მა უმაღლესი ჯილდო მოიპოვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისა და პოპულარიზაციისთვის პოლონეთში. ეს ქვეყანა ბოლო რამდენიმე წელია დამკვიდრდა ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში და ეს გამარჯვება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება ქართული ღვინის ექსპორტის ზრდის კუთხით პოლონეთში" - განაცხადა თამთა ყველაიძემ.

კონკურსზე სულ წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 10 ქვეყნის 400-მდე სახეობის ღვინო.
კონკურსის ორგანიზატორია პოლონეთის მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების ფონდი GALICJA VITIS, რომელთანაც 2016 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge