png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

31 მაისს, H&M-ი თბილისში რიგით მეორე მაღაზიას გახსნის

  • საზოგადოება
  • 18.05.2018
  • 14:38
31 მაისს, H&M-ი თბილისში რიგით მეორე მაღაზიას გახსნის

31 მაისს, სავაჭრო და გასართობ ქალაქ „ისთ ფოინთში“ H&M -ის მაღაზია გაიხსნება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით რიგით მეორე სავაჭრო ობიექტი იქნება.

როგორც ირკვევა, გახსნის დღე სავსე იქნება სიურპრიზებით, უფრო კონკრეტულად კი:

  • ახალი მაღაზიის კარებს ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყვარელი წამყვანები გახსნიან;
  •  პირველი 100 ვიზიტორი საჩუქრად 30-ლარიან ვაუჩერს მიიღებს;
  •  გახსნის დღეს ყველა სტუმრისათვის იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება ერთ რჩეულ ნივთზე.

სპეციალური შეთავაზება გავრცელდება პირველ 100 ვიზიტორზე, რომელიც H&M-ის მაღაზიის წინ რიგში 11:00 საათამდე ჩადგება.

20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა თითოეულ ადამიანს მხოლოდ ერთხელ და მხოლოდ ერთ შენაძენზე შეეძლება. შეთავაზება არ ვრცელდება სასაჩუქრე ბარათებზე, არ მოქმედებს სხვა აქციებთან ერთად და არ იცვლება ნაღდ ფულზე.

H&M-ის პირველი მაღაზია თბილისში 2017 წლის 18 ნოემბერს გაიხსნა.

შეგახსენებთ, რომ H & M Hennes & Mauritz AB (H&M) 1947 წელს შვედეთში დაარსდა. მისი აქციები შვედეთის ამერიკულ საფონდო ბირჟაზეა წარმოდგენილი. H&M-ის მთავარი ბიზნესიდეაა, ტრენდული სამოსი და ხარისხი საუკეთესო ფასად, მოდის მდგრადი განვითარებისათვის. H&M-თან ერთად, კომპანია შემდეგ ბრენდებსაც აერთიანებს: Cheap Monday, & Other Stories, COS, Monki, Weekday და H&M Home. H&M Group-ი 66 ქვეყანაში 4300-ზე მეტი მაღაზიითაა წარმოდგენილი, რაშიც ფრენჩაიზის მფლობელი ობიექტებიც მოიაზრება. 2016 წლის მონაცემებით, გაყიდვების მაჩვენებელმა, დღგ-ს ჩათვლით, დაახლოებით 223 მილიარდი შვედური კრონა შეადგინა. დასაქმებულთა რიცხვი კი 161 000-ს აღემატება.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge