png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

  • საზოგადოება
  • 17.05.2018
  • 10:01
17 მაისს დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 17 მაისს დაგეგმილ აქციებთან და ღონისძიებებთან დაკავშირებით, დილის 08:00 საათიდან საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება პავლე ინგოროყვას და პეტრე ჩაიკოვსკის ქუჩებზე.

უწყების ცნობით, დღის განმავლობაში, მოძრაობა პერიოდულად შეიზღუდება შემდეგ ქუჩებსა და მოედნებზე: ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრამდე; ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ვარდების მოედანზე, ოპერის, პარლამენტის და პუშკინის სკვერის მიმდებარე ტერიტორიებზე.

„დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებით, 13:00 საათიდან მოძრაობა შეიზღუდება: კოსტავას ქუჩაზე – მეტროსადგურ “რუსთაველამდე”, ვარდების მოედანზე, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩაზე, გალაქტიონის ხიდის მარჯვენა პანდუსზე, რუსთაველის გამზირზე, რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ამსვლელ ყველა ქუჩაზე, ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე ჩამომსვლელ ყველა ქუჩაზე, თავისუფლების მოედანზე, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე პუშკინის, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩებზე, ბარათაშვილის ხიდის მარჯვენა და მარცხენა პანდუსებზე, ავლაბრის მოედანსა და მესხიშვილის ქუჩაზე.

17 მაისს, თბილისში დაგეგმილი ღონისძიებების გაშუქების მსურველ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს მოვუწოდებთ, რომ თან იქონიონ თავისი მედიასაშუალების წარმომადგენლობითი ბარათები (ე.წ. „პრესკარტა“). წინააღმდეგ შემთხვევაში არ დაიშვებიან იმ ტერიტორიებზე, სადაც მოძრაობა აკრძალული ან შეზღუდული იქნება.

საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ასასვლელად, მედიის წარმომადგენლები ისარგებლებენ მეტროსადგურ თავისუფლების მოედანთან არსებული კიბის საშუალებით“,- აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge