png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ოქტომბერი, 2026, სამშაბათი
png.ge

გახარიამ ბოდიში მოიხადა

  • საზოგადოება
  • 14.05.2018
  • 00:04
გახარიამ ბოდიში მოიხადა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა პარლამენტის წინ "თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ბოდიში მოუხადა. გახარიამ ბოდიში მოიხადა იმ სამართალდამცველების სახელითაც, რომლებმაც პარასკევს საღამოს, კლუბ "ბასიანისა" და "გალერის" სტუმრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უფლებამოსილებას გადაამეტეს.

გიორგი გახარიამ აქციაზე შეკრებილებს სთხოვა, რომ პოლიციის მითითებებს დაემორჩილნენ.

მინისტრის თქმით, ორშაბათს სამუშაო რეჟიმში აქციის მონაწილეებთან ერთად კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებს განიხილავს. გიორგი გახარიამ აქციაზე შეკრებილებს სთხოვა, რომ პოლიციის მითითებებს დაემორჩილნენ.

"ჩვენი ყველას ამოცანაა, რომ ეს საღამო მშვიდობიანად დავასრულოთ. მეორე, თქვენ იცით, რომ მეორე დღეა, გამოხატვის თავისუფლება აქ არავის შეუზღუდავს. იცით, რომ თითოეული პოლიცია ზრუნავდა თქვენს უსაფრთხოებაზე. იმისთვის, რომ ყველამ ჩვენს მიზანს მივაღწიოთ, რომელიც გახლავთ, რომ ერთობლივად ვიპოვოთ სწორი გამოსავალი იმ საკმაოდ რთული ამოცანებიდან, რომელიც ჩვენ წინაშე ერთობლივად დგას, უნდა გადავინაცვლოთ უფრო სამუშაო რეჟიმში. გპირდებით, ხვალ დილით ათ საათზე თქვენს წარმომადგენლებთან ერთად, რომელსაც თქვენ აირჩევთ, დეტალურად განვიხილავ პარასკევი დღის ყოველ წუთს და ყველა ის ადამიანი, რომელზეც ერთობლივად შევთანხმდებით, რომ უფლება დაირღვა, იქნება უფლებააღდგენილი. გპირდებით, რომ კონკრეტულ შედეგებს მივაღწევთ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ასევე ვთანხმდებით, რომ თუ ეს დაპირებები არ შესრულდება, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ამ თავისუფალ ქალაქში, თავისუფალი პარლამენტის წინ ისევე შევიკრიბოთ ან მოვუსმინოთ მუსიკას“, - აღნიშნა გახარიამ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
  • 10:52
უკრაინა ნატო-ში არ უნდა გაწევრიანდეს - ჯეი დი ვენსი
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
  • 10:50
დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულ მინიმუმამდე, 31%-მდე დაეცა - Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
  • 10:49
ქვემო ქართლში ქორწინების იძულების ბრალდებით სამი პირი დააკავეს
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge