png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

  • საზოგადოება
  • 07.05.2018
  • 13:48
კახა კალაძე ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე გრიგოლ ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის ფარგლებში, სარესტავრაციო სამუშაოები 18 მისამართზეა დაგეგმილი.

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო არეალში სარდაფების გაწმენდისა და გამაგრების სამუშაოები, შენობების დაზიანებული ნაწილების დაშლა-გადაწყობის პროცესი და დაზიანებული შენობების კონსტრუქციული გამაგრება მიმდინარეობს. ასევე, ხდება ნაძერწი დეტალებისა და ხის ნაკეთობების აღდგენა-რესტავრაცია.

თბილისის მერის განცხადებით, ტერიტორიაზე საკმაოდ მოცულობითი სამუშაოებია ჩატარებული.

„აღნიშნული პროექტის განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგან ძველი თბილისი არის სიმდიდრე, რომელიც ქალაქს გააჩნია და შესაბამისად, მოწესრიგება, მოვლა-პატრონობა სჭირდება. სამწუხაროდ, ქალაქში უამრავი ავარიული შენობა გვაქვს. ვეცდებით, რომ ეტაპობრივად, ყველა უბანში შევიდეთ და ის სიმდიდრე გავალამაზოთ, რომლითაც თითოეული ჩვენგანი ვამაყობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოების ფარგლებში, 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგის მშენებლობაა დაგეგმილი. აღნიშნული მიმართულებით, მუშაობა უკვე დაწყებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ასევე, დაგეგმილია ორბელიანის მოედნისა და მიმდებარე ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის დროსაც, მოწესრიგდება და განახლდება ე.წ. ყვავილების ბაზარი და სარეკრეაციო სივრცეები. შედეგად, ორბელიანის მოედნის მიმდებარედ, თბილისს კიდევ ერთი საფეხმავლო ზონა შეემატება, რომელიც  ფხოვისა და ათონელის ქუჩების ნაწილს მოიცავს.

გასული წლის განმავლობაში, ორბელიანის მოედნის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელების (წყლის, წყალარინების, ბუნებრივი აირის და ა.შ.) სრული განახლება და იმ ქსელების მოწყობა (სადრენაჟე, სანიაღვრე) განხორციელდა, რომელიც აღნიშნულ ზონაში მანამდე არ ფუნქციონირებდა.

ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 60 მილიონი ლარია. სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულება 2018 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

თბილისის მერთან ერთად, ორბელიანის მოედანზე მიმდინარე სამუშაოებს მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაიდარაშვილი და მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნენ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge