საქართველოში 9 რომი, 2 პარიზი და 1 ნორვეგია ცხოვრობს
- საზოგადოება
- 02.05.2018
- 11:42
სახელმწიფო სერვისების ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, რომი საქართველოს ცხრა მოქალაქეს ჰქვია, პარიზ - 2-ს, ხოლო ნორვეგია კი - 1-ს.
გეოგრაფიული დასახელებების სიყვარული, როგორც ჩანს მხოლოდ რომით, პარიზითა და ნორვეგიით არ შემოიფარგლა, რადგან საქართველოს მოქალაქეებს შორის ცხოვრობენ - 55 ფლორიდა, 42 ფლორენცია, 6 ლოზანა, 20 ლიმა, 49 ადელაიდა, 15 დანია და 36 ირანი.
2016 წლის, 1 იანვრის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით, 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს. აქედან, მამაკაცების უმრავლეობას, 189 585 მოქალაქეს გიორგი ქვია. რაც შეხება ქალთა სახელებს, პირველ ადგილს ნინო იკავებს, რადგან ამ სახელით 114 281 მოქალაქეა დარეგისტრირებული.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200