საკირეს ტყეში ხანძრის ჩაქრობა ვერ ხერხდება
- საზოგადოება
- 01.05.2018
- 10:21
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ საკირეს ტყეში ხანძარის ჩაქრობას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.
განადგურებულია დაახლოებით ნახევარ ჰექტარამდე ტყის ფართობი. მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ჯგუფები, ხანძრის ლოკალიზებას 30 მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
ვითარების სირთულისა და რთული რელიეფური მდგომარეობის გამო საჭირო გახდა თბილისიდან დამატებითი ძალის გამოძახებაც.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის გავრცელების საშიშროება არ არსებობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200