png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა

  • საზოგადოება
  • 23.04.2018
  • 15:13
რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა

რიყის პარკში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიება თბილისის მერიის, ისნის რაიონის გამგეობისა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, რიყის პარკში წიგნების ერთდღიანი გამოფენა-გაყიდვა მოეწყო, სადაც ოცზე მეტი ქართველი გამომცემელი მონაწილეობს. გაიმართა შეხვედრები თანამედროვე ქართველ ავტორებთან. წიგნების გამოფენა-გაყიდვის პარალელურად, მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების პირთა მიერ დამზადებული ხელნაკეთობების და ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.

ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიაც დაესწრო.

„კარგი ტრადიცია დამკვირდა თბილისში, ყოველ 23 აპრილს აღვნიშნავთ წიგნის საერთაშორისო დღეს. ყოველწლიურად იზრდება მონაწილე გამომცემელთა რიცხვი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მსოფლიო წიგნის ბაზარს ეტაპობრივად ვუერთდებით. დღეს რიყის პარკში წარმოდგენილი იყვნენ ქართველი დებიუტანტი ავტორები, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ბევრი ახალი თაობის წარმომადგენელი იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ წიგნისადმი ინტერესი კიდევ უფრო იზრდება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ღონისძიების ფარგლებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის გიორგი ალექსიძის სახელობის თანამედროვე ბალეტის პერფომანსი და სხვადასხვა ტიპის აქტივობები გაიმართება. დღის ბოლოს 18:00 საათზე, ღონისძიებას საზეიმოდ დაასრულებს თბილისის მერიის ბიგ-ბენდი.

ღონისძიებას, ასევე, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, თბილისის საკრებულოს წევრები, წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ხელმძღვანელები და ქართველი მწერლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge