png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერია „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს

  • საზოგადოება
  • 10.04.2018
  • 11:20
თბილისის მერია „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს

დედაქალაქის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100  წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, „მეტრომანის“ დიზაინის კონკურსს აცხადებს.

ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

„მოგეხსენებათ, წელს ყველა ქართველისთვის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღია, რადგან 2018 წლის 26 მაისს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100  წლის, ხოლო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 27 წლის იუბილეს აღნიშნავს.  თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველწლიურად აღვნიშნავთ ამ დღეს თუმცა, გვინდა, რომ ეს მოვლენა მხოლოდ ერთი დღით არ შემოიფარგლოს და შეიქმნას ისეთი რამ, რაც თითოეულ ჩვენგანს უფრო ხშირად შეგვახსენებს მის მნიშვნელობას. ამიტომ, თბილისის მერია იზიარებს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივას და აცხადებს კონკურსს სამგზავრო ბარათის - ე.წ. „მეტრომანის“ დიზაინზე, რომლის შინაარსი საქართველოს დამოუკიდებლობის ამსახველი იქნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.  

დიზაინის კონკურსში მონაწილეობის მსურველებს „მეტრომანის“ ესკიზის გამოგზავნა 24 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ. დიზაინის შინაარსი  საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას უნდა ასახავდეს. შემოსულ ესკიზებს კომისია  შეაფასებს და 25 აპრილს 10 საუკეთესო ნამუშევარს გამოავლენს.

გამარჯვებული ავტორის ვინაობა 5 მაისს, „მეტროსადგურ „რუსთაველში“ გახდება ცნობილი, სადაც „მეტრომანის“ საუკეთესო ესკიზების ერთდღიანი გამოფენა მოეწყობა.  შერჩეული ესკიზის ავტორი სიმბოლურ ჯილდოს მიიღებს, ხოლო მისი მიერ შექმნილი დიზაინით დაბეჭდილი „მეტრომანი“ იმავე დღეს ჩაეშვება გაყიდვაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge