png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოში ერთნაირსქესიანთა წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის შემოღებასთან დაკავშირებით კამპანია იწყება

  • საზოგადოება
  • 04.04.2018
  • 16:07
საქართველოში ერთნაირსქესიანთა წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის შემოღებასთან დაკავშირებით კამპანია იწყება

დღეს „თანასწორობის მოძრაობა“ კამპანიის „ერთი და იმავე სქესის წყვილების სამოქალაქო პარტნიორობა საქართველოში“ საჯარო პრეზენტაციას გამართავს.

გავრცელებული ცნობით, „თანასწორობის მოძრაობა“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია არსებული საკანონმდებლო უთანასწორობის ნაწილობრივი აღმოფხვრა, სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტის შემოღების გზით.

"უკანასკნელი წლების განმავლობაში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ აქტიურად განიხილებოდა ქორწინების კონსტიტუციურად რეგულირების საკითხი. აღნიშნული ინიციატივა 2017 წელს ქართულმა ოცნებამ სისრულეში მოიყვანა და ქორწინების ცნება კონსტიტუციაში განისაზღვრა, როგორც მხოლოდ ქალისა და მამაკაცის კავშირი. იმის გათვალისწინებით, რომ ერთი და იმავე სქესის წყვილების ქორწინება ისედაც აკრძალული იყო კანონმდებლობით, ქართული ოცნების მიერ განხორციელებული შესწორება, ცალსახა ჰომოფობიურ სარჩულს ატარებდა და ხელს უწყობს ლგბტ ადამიანების მიმართ ნეგატიური განწყობების კიდევ უფრო გაღვივებას საზოგადოებაში.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ლგბტ თემს 2017 წლამდე არასოდეს დაუყენებია ქორწინების თანასწორობის საკითხი და ხელისუფლების მხრიდან აღნიშნული თემის წინ წამოწევით მოსახლეობის რეალური პრობლემებიდან ყურადღების გადატანა მოხდა სხვა, საზოგადოებისთვის ნაკლებად პრიორიტეტულ საკითხზე. შედეგად კი სახელმწიფო თავად იქცა დისკრიმინაციის და ჩაგვრის ინიციატორად კონსტიტუციის დონეზე.

არსებულ ვითარებაში „თანასწორობის მოძრაობა“ იწყებს კამპანიას, რომლის მიზანია არსებული საკანონმდებლო უთანასწორობის ნაწილობრივი აღმოფხვრა, სამოქალაქო პარტნიორობის ინსტიტუტის შემოღების გზით. აღნიშნული ინიციატივა ასევე თანხვედრაში მოდის ვენეციის კომისიის დასკვნასთან, რომელიც მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს „გაითვალისწინოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სტანდარტები და სამართლებრივად აღიაროს სამოქალაქო კავშირები, ან რეგისტრირებული პარტნიორობა ერთი და იმავე სქესის წყვილებისთვის“.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს არ არის დაცული ლგბტ წყვილის ქონებრივი და პირადი უფლებები. წყვილის, რომელიც თანაცხოვრებას დიდი ხანია ეწევა და რომელსაც საერთო მეურნეობა აქვს, ქონებრივი უფლებები საქართველოს სახელმწიფოს სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს. არ არსებობს მექანიზმი იმისათვის, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს მათი თანასწორობა და მისცეს სათანადო სამართლებრივი გარანტიები. უფრო კონკრეტულად, თუ ადამიანებმა საკუთარი კავშირი იურიდიულად არ გააფორმეს, მაშინ მათი ურთიერთობა იურიდიულ შედეგებს არ იწვევს. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო პარტნიორობა არ წარმოადგენს ქორწინების თანასწორ ინსტიტუტს. იგი არ ითვალისწინებს შვილად აყვანის უფლებას და მხოლოდ აწესრიგებს იმ საბაზისო უფლებებს, რომელსაც სახელმწიფო ქორწინებაში მყოფი განსხვავებული სქესის მქონე წყვილებს ანიჭებს", - აღნიშნავენ „თანასწორობის მოძრაობაში“.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge