png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • საზოგადოება
  • 04.04.2018
  • 13:47
ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებსა და იმ სტუდენტებს, რომლებიც სოციალურ მეცნიერებებს ეუფლებიან,უახლოესი მომავლიდან,  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთანგანათლების სფეროშითანამშრომლობის მრავალმხრივი შესაძლებლობა მიეცემათ. სამომავლო კოოპერაციის პერსპექტივა, რომელზეც, დღეს,საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა არჩილ ფრანგიშვილმა და ჩინეთისსოციალურ მეცნიერებათა აკადემიის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ფროფ. პი ჩანგჰონგმა იმსჯელეს, თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით გამყარდა. 

ჩინეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, პი ჩანგჰონგის განცხადებით,სტუ-სა და ჩინეთის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიას შორის თანამშრომლობა არა მხოლოდ სასწავლო, არამედ კვლევით და ეკონომიკურ პროცესებსაც მოიცავს.

„ჩინეთში სამი მძლავრი სახელმწიფო აკადემიაა - მეცნიერებათა, საინჟინრო და სოციალურ მეცნიერებათა აკადემიები. სწორედ ეს სამი აკადემია ქმნის ჩინეთში სახელმწიფო პოლიტიკასმეცნიერებასა და ტექნოლოგიებში. სტუ-მ მემორანდუმი გააფორმა სოციალურ მეცნიერებათა აკადემიასთან, სადაც 30 კვლევითი ინსტიტუტიშედის. ეს სერიოზული ინსტიტუციაა, რომელმაც თანამშრომლობა შემოგვთავაზა ეკონომიკის,  სოციალური მეცნიერებებისა და მედიატექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის სპექტრი საკმაოდ დიდია და ეს, პირველ რიგში,ჩვენი უნივერსიტეტის ინტერესებში შედის, რადგანამ მიმართულების 5 000-ზე მეტი სტუდენტი გვყავს და საკმაოდ სერიოზული კვლევითი პოტენციალი გაგვაჩნია. ამას გარდა, ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის ინსტიტუტიც ფუნქციონირებს. ამდენად, ის, რაზეც დღეს შედგა საუბარი პირდაპირ კავშირშია, როგორც ეკონომიკურ განვითარებასთან, ასევე, ჩინელ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა სასწავლო პროგრამის ამოქმედებასთან“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, არჩილ ფრანგიშვილმა.

სტუმრებმა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის მედიაცენტრიც დაათვალიერეს.დღესვე, ქართული და ჩინური მხარე ლოჯისტიკის ცენტრის ჩამოყალიბების გეგმასაც განიხილავს.აღნიშნული ცენტრი ჩინური მხარის ხელშეწყობითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მონაწილეობითუნდა შეიქმნას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge