png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გენგეგმის განხილვა ღია იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო - კახა კალაძე ოპოზიციას

  • საზოგადოება
  • 27.03.2018
  • 15:56
გენგეგმის განხილვა ღია იყო და მასში მონაწილეობა ნებისმიერ პირს შეეძლო - კახა კალაძე ოპოზიციას

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვა სხვადასხვა ეტაპზე ღია იყო, სადაც საკუთარი შენიშვნების წარდგენა და დეტალური ინფორმაციის მიღება ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენგეგმის საჯარო განხილვის დროს, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

თბილისის მერის თქმით, გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული შენიშვნების გამოთქმა ყველა მოქალაქეს შეეძლო.

„ჩვენი მხრიდან გაცხადებული იყო, რომ დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეეძლო. მერიის კარი ღია იყო და კომუნიკაციის პრობლემა არასდროს ყოფილა. თქვენ შეგეძლოთ, გენგეგმაზე მიგეღოთ დეტალური ინფორმაცია, ინდივიდუალურად მოსაწვევს ვერ გამოგიგზავნიდით“, -  მიმართა კახა კალაძემ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს.

მისივე თქმით, ქალაქის  გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული  დოკუმენტის განხილვის პროცესში ჩართულ პოლიტიკოსებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ.

„როდესაც ვსაუბრობთ ქალაქის გრძელვადიან განვითარებაზე და ქალაქის განვითარების გრძელვადიანი დოკუმენტი უნდა მივიღოთ, სადღეგრძელოებით და ლექსებით საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან   არასწორია. ხვალ კიდევ გვექნება შეხვედრები სხვადასხვა დარგის წარმომადგენელთან, ექსპერტებთან,  ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებასაც ამის შესაბამისად მივიღებთ“, -  განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge