png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს - კალაძე

  • საზოგადოება
  • 27.03.2018
  • 14:51
 ჩვენთვის მნიშვნელოვანია ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს - კალაძე

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიღებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ქალაქის მთავრობა იღებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გენერალური გეგმის განხილვის დროს, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ჩვენ რა თქმა უნდა, ვიღებთ პასუხისმგებლობას - გენგეგმას მივიღებთ თუ არა. ჩვენთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ქალაქის სწორი განვითარება მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით მერიის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები აუცილებლად განსახილველი და ყურადსაღებია.

„როდესაც ხარისხზე ვსაუბრობთ, რატომ არ უნდა იყოს წარმოდგენილი, თუნდაც ის შეცდომები, რომელზეც ვსაუბრობთ?! 2 მლნ 800 ათასი იხარჯება ბიუჯეტიდან. რას ჰქვია არ უნდა იყოს წარმოდგენილი, რა მიდგომებია ეს?! ელემენტარულია ის, რომ გამქრალია სკვერები?! ხომ გვაქვს კონცეფცია, რასაც ყველა მივესალმებით, რომ უნდა იყოს მწვანე ქალაქი?! ყველა რეფორმა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, მიმართულია იმისკენ, რომ ქალაქში არსებული მდგომარეობა გამოსწორდეს. ის არის სწორი, რომ გავაქროთ სკვერები?!“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიერ მიღებული თითოეული გადაწყვეტილება ქალაქის სწორ განვითარებას ეფუძნება.

„ჩვენი მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ჩვენ ვიღებთ. ჩვენ ვართ ქალაქის ხელმძღვანელობა. მე ვიწროპარტიული ინტერესებიდან არ გამოვდივარ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ქალაქი სწორად განვითარდეს და თითოეულმა მოქალაქემ კეთილდღეობა იგრძნოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge