png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს

  • საზოგადოება
  • 27.03.2018
  • 13:31
საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს

საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმით 250 ათასჯერ ისარგებლეს, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან.

„ერთი წლის წინ, 2017 წლის 28 მარტს საქართველომ მიიღო მნიშვნელოვანი მონაპოვარი, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და ძალისხმევა გავწიოთ, რათა არ მოხდეს უვიზო რეჟიმის ბოროტად გამოყენება. გავიზიარებ იმ მოსაზრებას, რომ უვიზო რეჟიმს ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა. ეს იყო დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ისევე როგორც მნიშვნელოვანი გზავნილი ევროკავშირის მხრიდან. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ 250 ათასზე მეტჯერ გამოიყენეს ეს სიკეთე საქართველოს მოქალაქეებმა”, – განაცხადა ვახტანგ მახარობლიშვილმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას.

„ჩვენი სურვილია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს დიდი სიკეთე წარმატებულად გამოიყენონ. მიმდინარე პერიოდში, ყველა ჩვენგანმა ვიცით, რომ თავი იჩინა გარკვეულმა გამოწვევებმაც, სირთულეებმაც, რომელიც კონკრეტული კუთხით იქნა განსაკუთრებულად გამოვლენილი და ეს არის თავშესაფრის პრინციპის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც კრიმინალის დანაშაულის ზრდა მთელ რიგ სახელმწიფოებში. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს მხრიდან გამოითქვა წუხილი, შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფრთხე, დღეს საქართველოს წინაშე არ დგას. ეს საკითხი არ განხილულა არც ევროკავშირის ინსტიტუტებში, არც ევროკომისიის შიგნით და არც წევრი სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა მნიშვნელოვანი იყო და რჩება მყისიერად ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელმაც თავი იჩინა”, – აღნიშნა ვახტანგ მახარობლიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge