png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დღეს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე „ტურანდოტის“ პრემიერა შედგება

  • საზოგადოება
  • 25.03.2018
  • 12:35
დღეს, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე  „ტურანდოტის“ პრემიერა შედგება

25 მარტს, 19:00 საათზე, თბილისის ოპერის თეატრის სცენაზე შედგება ჯაკომო პუჩინის უკანასკნელი ოპერის „ტურანდოტი“ პრემიერა.

ეს უნიკალური დადგმა პუჩინის ფესტივალის Torre Del Lago და თბილისის ოპერის თეატრის ერთობლივი პროდუქციაა. „ტურანდოტის“ დამდგმელი რეჟისორია ალფონსო სინიორინი (იტალია); სცენოგრაფი - კარლა ტოლომეო (იტალია); კოსტიუმების მხატვრები: ფაუსტო პულიზი და ლეილა ფტეიტა (იტალია). დამდგმელი დირიჟორი - ზაზა აზმაიფარაშვილი. „ტურანდოტის“ მომდევნო საპრემიერო ჩვენებები გაიმართება 27, 30 მარტს და 1, 14, 15 აპრილს. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თბილისის ოპერის თეატრის სოლისტები, ისე მოწვეული ქართველი და უცხოელი მომღერლები და დირიჟორები.

სწორედ ამ დადგმით გაიხსნა 2017 წლის ზაფხულს, იტალიაში, პუჩინის ფესტივალი Torre Del Lago. რეჟისორის  ტრადიციული დადგმა გამოირჩევა თავისი ზღაპრული გაფორმებით.  ულამაზეს კოსტიუმებს და დეკორაციებს მაყურებელი გადაჰყავს კარლ გოცის ზღაპარში, ჩინეთის იმპერატორის სასახლეში, სადაც ვითარდება პრინცესა ტურანდოტის და პრინც კალაფის სასიყვარულო ისტორია.

ჯაკომო პუჩინი ოპერას „ტურანდოტი“ სიცოცხლის ბოლომდე წერდა (1920-1924 წწ), თუმცა დასრულება ვერ მოასწრო. ეს ოპერა მისმა მეგობარმა, ფრანკო ალფანომ დაამთავრა.

„ტურანდოტის“ მსოფლიო პრემიერა 1926 წლის 25 აპრილს მილანის თეატრ ლა სკალაში შედგა. პრემიერაზე დირიჟორმა არტურო ტოსკანინიმ სპექტაკლი დასასრულისკენ შეწყვიტა და განაცხადა, რომ ოპერა აქ სრულდება, ვინაიდან ამ მომენტში მაესტრო გარდაიცვალაო. „ტურანდოტმა“ მსოფლიოს მრავალი საოპერო თეატრის სცენა უდიდესი წარმატებით შემოიარა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge