png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

„საია“ „რუსთავი 2“-თან მომხდარ მოვლენებს ეხმაურება

  • საზოგადოება
  • 20.03.2018
  • 10:50
„საია“ „რუსთავი 2“-თან მომხდარ მოვლენებს ეხმაურება

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" ,,რუსთავი 2”-თან მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

როგორც განცხადებაში წერია, ე.წ. ქართული მარშის აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს.

"საია" მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება.

"რუსთავი 2”-ის შენობასთან „ქართული მარშის“ წევრებმა აქცია გამართეს და რუსთავი 2”-ის ჟურნალისტსა და იურისტს ავტომობილით გადაადგილების საშუალება არ მისცეს. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ გიორგი გაბუნიამ მათ რელიგიურ გრძნობებს შეუარცხყოფა მიაყენა და ამიტომ ბოდიშის მოხდას სთხოვდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, აქციის მონაწილეები აგრეთვე თავს დაესხნენ ტელეკომპანიის ჟურნალისტებს.

მნიშვნელოვანია, რომ თავად ,,რუსთავი 2”-ის ეთიკის საბჭომ დროულად განიხილა შესული საჩივარი.

საია მოუწოდებს ყველა პირს, თავისი უფლებების დასაცავად რეაგირება მოახდინონ სამართლებრივი და არა ძალადობრივი გზით.

მიგვაჩნია, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, აქციის მონაწილეთა ქმედებები შეიცავს სისხლის სამართლის შემდეგი დანაშაულების ნიშნებს:

იძულება -  ,,ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი მისი ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა...”  აქციის მონაწილეები აიძულებდნენ ჟურნალისტს შეესრულებინა კონკრეტული ქმედება - მოეხადა ბოდიში გასული სიუჟეტის გამო, რაც წარმოადგენდა მის უფლებას.

თავისუფლების უკანონო აღკვეთა - გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ,,რუსთავი 2”-ს წამყვანსა და იურისტს ნახევარი საათის განმავლობაში მათი ნების საწინააღმდეგოდ შეზღუდული ჰქონდათ გადაადგილების შესაძლებლობა.

ძალადობა - აქციის მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ტელეკომპანიის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

ნივთის დაზიანება - ,,სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”. აქციის მონაწილეთა მხრიდან ავტომობილზე განხორციელებული ზემოქმედების შედეგად შესაძლოა გამოიკვეთოს აღნიშნული დანაშაულის ნიშნებიც.

ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა - მნიშვნელოვანია გამოძიებამ დაადგინოს ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ძალადობა ხომ არ ისახავდა მიზნად მათთვის ინფორმაციის გავცელებაში ხელის შეშლას.

საია მოუწოდებს შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ აღნიშნული ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაშია.

ცნობისთვის, ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან გუშინ დაპირისპირება მოხდა. მომხდარი დაპირისპირების დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. 

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ გადაცემა P.S-ში თქვა თქვა, რომ "იესო ქრისტე საქადაგებლად აჭარაში უნდა მოსულიყო და აქ ჯვარზე ვერ გააკრავდნენ, ვინაიდან ყველა ხე ბიძინა ივანიშვილის ეზოშია გადარგული", სწორედ ამ მონოლოგის შემდეგ მოითხოვდა ე.წ. ქართული მარში გაბუნიასგან ბოდიშის მოხდას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge