png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

იგეგმება ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება - საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

  • საზოგადოება
  • 14.03.2018
  • 18:24
იგეგმება ეკლესიის დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება - საპატრიარქოს საგანგებო განცხადება

ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც. და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებული, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს სახელით, პატრიარქის მდივანმა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

საპატრიარქოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ეკლესიასთან ბრძოლა ყოველთვის მიმდინარეობდა და მიმდინარეობს, მაგრამ ბოლო პერიოდის მოვლენებმა აჩვენა, რომ პროცესები მიზანმიმართულ მწვავე სახეს იღებს, რისი გამოვლინებაცაა, თუნდაც 25 მილიონის და ჯიპების თემა. საარჩევნო კამპანიის მთელი პერიოდის მანძილზე "რესპუბლიკური პარტიის" მიერ გაკეთებული განცხადებები და რა თქმა უნდა, "ციანიდისსაქმე". რატომ ხდება ეს? გარკვეული ძალებისთვის ყოვლად მიუღებელია ჩვენი ეკლესიისა და კათოლიკოს პატრიარქის მაღალი ავტორიტეტი და რეიტინგი. მათთვის ასევე მიუღებელია, რომ ეკლესია იცავს ოჯახის სიწმინდეს, ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ და ტრადიციულ ღირებულებებს, ზრუნავს მომავალი თაობის სწორად აღზრდისთვის. მიუღებელია, რომ ეკლესია ეწინააღმდეგება ლგბტ პირთა ცხოვრების წესის ნორმად გამოცხადებას, პროტესტს უცხადებს ლიბერალიზაციის არასწორ, სახიფათო ფორმებს და აზარტული თამაშების პროპაგანდას, რომ იგი იღწვის წმინდა მამათა მიერ დადგენილ კანონთა შესაბამისად მართლმადიდებლური სწავლების დაცვისათვის და ა.შ. მეტად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიდია მცდელობა იმისა, ეკლესია ჩართონ და გამოიყენონ პოლიკურ თამაშებში. როგორც ჩანს, აქამდე განხორციელებულმა ქმედებებმა ზოგიერთისათვის სასურველი შედეგი მაინც ვერ გამოიღო და ამიტომაც, ჩვენი ინფორმაციით, იგეგმება დისკრედიტაციის ახალი ტალღის აგორება და არ არის გამორიცხული ბინძური კამპანიის წარმოება განხორციელდეს უმაღლესი იერარქის მიმართაც და ამაში სასულიერო პირებიც იქნან გამოყენებული. მივმართავთ ყველას ვისაც გული შესტკივა ეკლესიისათვის, გამოიჩინონ კეთილგონიერება და არ აყვნენ ცილისმწამებლებს. პროვოკაციებსა და მიზანმიმართულ, ბოროტ ქმედებებს. ვფიქრობთ, მალე გაირკვევა სინამდვილეში ვის რა მიზანი ამოძრავებს და რას ემსახურება. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი უფლის მადლით იყო არის და იქნება ღვთისა და ერის სამსახურში და მიუხედავად დიდი ზეწოლისა, ქვეყნისა და ხალხისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ზრუნვას არასოდეს შეწყვეტს. განხორციელებული შემოტევები კი მას უფრო განამტკიცებს და გააძლიერებს", - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge