png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით "უმტკივნეულო" და "ეფექტური" გზები - მეუფე გრიგოლი

  • საზოგადოება
  • 12.03.2018
  • 10:00
ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით "უმტკივნეულო" და "ეფექტური" გზები - მეუფე გრიგოლი

სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება, - ეს განცხადება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, ფოთის საკათედრო ტაძარში, მრევლისადმი მიმართვის დროს გააკეთა.

მისი თქმით, ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით "უმტკივნეულო" და "ეფექტური" გზები. მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი.

“მიმდინარე კვირის ოთხშაბათს, პენიტენციურ დაწესებულებაში მოვინახულეთ პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომლის მიმართ საზოგადოებაში არსებობს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება. ერთი სიტყვით, მოვინახულეთ და, ამის უთქმელობა არ ეგების, მძიმე შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე ამ შეხვედრამ; იქ მოსმენილმა ღრმად ჩაგვაფიქრა არაერთ საკითხზე, არაერთ ადამიანზე, ეკლესიის მდგომარეობაზე. დეტალებში არ შევალთ და ვერ შევალთ, მაგრამ ის კი უნდა ვთქვათ, რომ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რაოდენ ღრმა განსაცდელშია ჩვენი ადგილობრივი ეკლესია; განსაკუთრებით დამაფიქრებელია, რომ ეს ხდება იმ ავტორიტეტისა თუ მაღალი რეიტინგის ფონზე, რაც ეკლესიის მიმართ არსებობს და რაც თავისთავად კიდევ უფრო ართულებს ვითარებას, რამდენადაც მის მიმართ არსებობს დიდი მოლოდინი. მე ამას გეუბნებით თქვენ, ჩემს სულიერ შვილებს, რადგან თქვენგან წამოსული არაერთი კითხვა, წუხილი, შეშფოთება მაფიქრებინებს, რომ დაბნეულნი ხართ და ჩვენგან ელით პასუხებს, ნუგეშს, იმედსა და ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის მიმართ, თქვენს მიერ გამოცხადებული მაღალი ნდობის გამართლებას. წინ გველოდება დიდი გამოცდა, რომელიც თითოეული ჩვენთაგანის რწმენისთვის იქნება ერთგვარი ტესტი. სამწუხაროდ, ე.წ. ციანიდის საქმე არის მხოლოდ ნაწილი იმ აისბერგისა, რასაც ქმნის ჩვენს წინაშე არსებული პრობლემების ერთობლიობა. ძალიან მძიმეა ამის აღიარება, მაგრამ ამის ართქმაც არ შეიძლება. და ვამბობთ კი იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არსებობს კრიზისის დაძლევის შედარებით "უმტკივნეულო" და "ეფექტური" გზები. მათ დაძლევაზე დამოკიდებულია ეკლესიის და თვით ჩვენი ქვეყნის და მისი სახელმწიფოებრიობის მომავალი”, - განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge