აღმაშენებლის გამზირზე დაშავებული ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია
- საზოგადოება
- 08.03.2018
- 14:18
თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ბიზნესცენტრ "მოზაიკაში" დაშავებული ბავშვის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
არსებული ინფორმაციით, 6 წლის ბიჭი საკონცერტო დარბაზ „კონგრეს ჰოლში“, მე-5-დან მე-3 სართულზე ჩავარდა.
დაშავებული ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდარი შემთხვევის გამო, „კონგრეს ჰოლში“ დღეს დაგეგმილი კონცერტები გადაიდო.
ცნობისთვის, თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შენობიდან გადავარდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200