png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

  • საზოგადოება
  • 05.03.2018
  • 15:31
ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია დღეს, 15:00 საათზე დაიწყო. აპლიკანტები ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდნენ.

გარდა ეროვნული გამოცდებისა, რეგისტრაცია ასევე გამოცხადდა სტუდენტთა საგრანტო კონკურსის, საერთო სამაგისტრო და მასწავლებელთა საგნის გამოცდებისთვისაც.

რეგისტრაციის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება და რეგისტრაცია 30 მარტს, 18:00 საათზე შეწყდება. სწორედ ამ დროიდან, აპლიკანტები ვეღარ შეძლებენ საგამოცდო ქალაქის შეცვლას. თუმცა, 15 მაისამდე მათ შესაძლებლობა ექნებათ დაამატონ გამოცდა ან შეცვალონ საგანი. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის საშუალება კი მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე ექნებათ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, პროგრამების შეცვლის ვადები კონკრეტული მიზეზით გაიზარდა.

როგორც მაია მიმინოშვილმა განმარტა, შესაძლოა, აკრედიტირებული უნივერსიტეტების სია შეიცვალოს და შესაბამისად, ამან გაურკვევლობა გამოიწვიოს აბიტურიენტებში. ამიტომ ცვლილებების შეტანა და უნივერსიტეტის შეცვლა აბიტურიენტების ნაშრომების აპელაციის შედეგების გამოქვეყნებამდე იქნება შესაძლებელი.

“შესაძლოა გარკვეულ უნივერსიტეტებს შეეცვალოს სტატუსი. ამიტომ ჩვენ ვაფრთხილებთ აბიტურიენტებს, რომ მუდმივად შეამოწმონ აღნიშნული ინფორმაცია და ამ ინფორმაციის საფუძველზე მიიღონ გადაწყვეტილება, შეცვლიან თუ არა მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამას. ჩვენ ვსაუბრობთ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრთან და ვთხოვთ მათ, რომ აგვისტოს შემდეგ უნივერსიტეტების აკრედიტაცია არ შეიცვალოს, რათა არ მოხდეს გაურკვევლობა. თუ აკრედიტაცია დავუშვათ, შემოდგომაზე შეუჩერდება უნივერსიტეტს, მაშინ სტუდენტებისთვის ცალკე მობილობის ფანჯარა გაიხსნება”, – განმარტა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, მაია მიმინოშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge