png.ge
png.ge
png.ge
16+
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის სავალდებულო დაზღვევა დღეიდან ამოქმედდება

  • საზოგადოება
  • 01.03.2018
  • 10:14
მასობრივი თავშეყრის ობიექტებისთვის სავალდებულო დაზღვევა დღეიდან ამოქმედდება

საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტებისთვის მესამე პირის დაზღვევა სავალდებულო 1-ელი მარტიდან ხდება.  მთავრობის 28 დეკემბრის დადგენილებით, მასობრივი თავშეყრის ობიექტების მფლობელების მიერ მესამე პირის წინაშე სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის წესი და პირობები დამტკიცდა.

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შესვლის შემდეგ, მთავრობამ იმ ობიექტების ნუსხაც დაადგინა, რომელთაც მესამე პირის დაზღვევის ვალდებულეა ექნებათ.  მესამე პირად იგულისხმება მათ შორის ამ ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტიც, რომელსაც სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიადგა ზიანი. 

დადგენილების მიხედვით, მასობრივი თავშეყრის ობიექტებია: სავაჭრო ცენტრი; ბაზრობა (გარდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზაციისათვის განკუთვნილი სპეციალური სავაჭრო ზონის ან ავტობაზრობისა); ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგური და სასტუმრო (100 და მეტადგილიანი  სასტუმრო, დასასვენებელი სახლი).

დადგენილებაში ასევე განსაზღვრულია სადაზღვევო ლიმიტები ანუ მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა. კერძოდ, დადგენილების თანახმად, სასტუმროს შემთხვევაში, ობიექტის მფლობელის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი - დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 600 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე 300 ათასი ლარია.

,,მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელის სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტი/ლიმიტები გქანისაზღვრება - სავაჭრო ცენტრის/ბაზრობის შემთხვევაში დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 000 ლარით; ხოლო ობიექტში კომერციული საქმიანობით დაკავებული მეწარმე სუბიექტის ქონებისთვის (მოძრავი ქონება, მარაგები) მიყენებულ ზიანზე − ობიექტში ფუნქციონირებადი კომერციული ობიექტების რაოდენობის ნამრავლით 15 000 ლარზე, არაუმეტეს 15 მილიონი ლარისა. ავტოგასამართი ან/და აირგასამართი სადგურის შემთხვევაში კი წლიური სადაზღვევო ლიმიტი - დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მიყენებულ ზიანზე − 300 ათასი ლარი, ხოლო დაზარალებულის ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე − 200 000 ლარია,“-აღნიშნულია დადგენილებაში.

დადგენილების მიხედვით, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო ლიმიტისა. ამასთან, მზღვეველის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა მცირდება სავალდებულო დაზღვევის პოლისის ფარგლებში გაცემული სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობით. ამასთან, სავალდებულო დაზღვევის პოლისის წლიური სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვის შემთხვევაში, მასობრივი თავშეყრის ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დააზღვიოს სავალდებულო სამოქალაქო პასუხისმგებლობა დაზღვევის პერიოდის უწყვეტობის პრინციპის დაცვით.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge