png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

11 სფერო, რომელზეც შრომის უსაფრთხოების კანონი გავრცელდება

  • საზოგადოება
  • 15.02.2018
  • 15:56
11 სფერო, რომელზეც შრომის უსაფრთხოების კანონი გავრცელდება

პარლამენტში, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „შრომის უსაფრთხოების'' კანონპროექტს განიხილავენ. კანონპროექტის წინა ვერსიის თანახმად, ეს კანონი ვრცელდებოდა ,,მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე”, ახალი ვერსიით კი ემატება ტერმინი - ,,მომეტებული საფრთხის შემცველი”.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშორების წარმომადგენლები აცხადებენ, ცვლილების შემდეგ დავიწროვდა კანონის გავრცელების არეალი.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამილა ბარკალაიას განცხადებით, შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ახალი ვერსიით, დარღვევებზე სანქციები ორმაგდება. 

მინისტრის განმარტებით, შრომის ინსპექტორებს სასამართლოს გარეშე ინსპექტირება შეეძლებათ:

,,გეგმური ინსპექტირების შემთხვევა, განმეორებითი მონიტორინგი და შემთხვევები, როცა შეტყობინება არის შემოსული გარკვეული ორგანიზაციიდან - ანუ ამ სამ შემთხვევაში მოხდება ორგანიზაციაში შესვლა ნებართვის გარეშე", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ და დასძინა, რომ ბიზნესს უჩნდება ვალდებულება, რომ გაწეროს შრომის უსაფრთხოება თავისი ორგანიზაციის ფარგლებში, დანიშნოს პასუხისმგებელი პირი, მენეჯერების სახით და უჩნდება ვალდებულება, რომ კანონმდებლობით შრომით უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კრიტერიუმები იქნას გათვალისწინებული.

აღსანიშნავია, რომ ინსპექტირებისთვის, მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, სულ მცირე, 11 სფერო განისაზღვრება. 

საქართველოს მთავრობის საპარლამენტო წარმომადგენლის, შალვა თადუმაძის განმარტებით,​შესაძლოა, 11 სფეროს, რომელთა ჩამონათვალს საქართველოს მთავრობა დაამტკიცებს, კიდევ დაემატოს სხვა სფეროებიც.

ამ დროისთვის კი 11 სფეროს ჩამონათვალი ასე გამოიყურება:

მშენებლობა და სამშენებლო მასალების წარმოება; 

სამთო-გეოლოგიური შახტები, როგორც მიწისზედა, ასევე მიწისქვეშა სამუშაოები;

მეტალურგიული სამუშაოები, გეო-მეტალურგიული სამუშაოები;

ელექტროენერგეტიკა, ელექტროენერგეტიკული მრეწველობა, ქვესადგურები, ჰესები, მაღალი და დაბალი ძაბვის გადამცემი ხაზები;

ნავთობისა და გაზის მრეწველობა, ნავთობისა და გაზის მოპოვება, ტრანსპორტირება, ნავთობის გამოხდა;

ქიმიური წარმოება, ორგანული და არაორგანული პროდუქციის წარმოება;

ლითონდამუშავება, საზეინკლო და სამჭედლო სამუშაოები;

მინის წარმოება -ხარშვა;

ტრანსპორტი:რკინიგზა, მეტროპოლიტენი, საზღვაო ნავსადგურები, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტი;

მერქნის, ხე-ტყის დამამუშავებელი მრეწველობა, ავეჯის წარმოება;

საფეიქრო და მსუბუქი მრეწველობა,ტექსტილის საწარმოები.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge