png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მარგველაშვილის პერიოდში შეწყალებულია 3 671 მსჯავრდებული, სააკაშვილის პერიოდში კი, 34 947 - ზვიად ქორიძე

  • საზოგადოება
  • 01.02.2018
  • 14:16
მარგველაშვილის პერიოდში შეწყალებულია 3 671 მსჯავრდებული, სააკაშვილის პერიოდში კი, 34 947 - ზვიად ქორიძე

შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე დარწმუნებულია, რომ შეწყალებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში არ შევა, იმ დაუსაბუთებელი, არგუმენტებს მოკლებული და ცილისმწამებლური რეპლიკების შემდგომ, რომელსაც ბოლო პერიოდში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების ან პირების მხრიდან ჰქონდა ადგილი.

ზვიად ქორიძის განცხადებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი შეწყალებების რაოდენობით რეკორდსმენი ნამდვილად არ არის და როდესაც საუბარია რეკორდებზე, ყველამ უნდა ნახოს ციფრები:

,,ეს ციფრები მხოლოდ მე არ მაქვს, არის საჯარო და ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გაეცნოს ამ ციფრებს და, ასევე იმ ჟურნალისტებსაც და საჯარო პირებსაც, რომლებიც აკეთებდნენ ამ თემაზე განცხადებებს ბოლო თვისა და კვირების განმავლობაში შეეძლოთ ენახათ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ნამდვილად არ არის "რეკორდსმენი", თუმცა რომც ყოფილიყო, შესაძლოა ცუდი ამაში არაფერი ყოფილიყო.

თავისი მმართველობის დროს, პრეზიდენტ მარგველაშვილს სულ შეწყალებული ჰყავს 3671 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი;

აქედან, 3438 არის შეწყალებული შეწყალების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე - აქედან, 2384 პრეზიდენტმა სრულად შეიწყალა და მათ დატოვეს საპატიმრო დაწესებულება და 1054 შუმცირდა მოსახდელად დარჩენილი სასაჯელი.

მხოლოდ 233 პირი შეიწყალა პრეზიდენტმა პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში“,- განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძის განცხადებით, თუ შვადარებთ წინა პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერიოდის მონაცემებს, დავინახავთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა სულ 34947 მსჯავრდებული და სასჯელმოხდილი პირი შეიწყალა.

,,აქედან, 3077 პირის შეწყალებისას დაეყრდნო ის კომისიის რეკომენდაციებს, 8950 პირდაპირი წესით დისკრეციის ფარგლებში შეიწყალა და 22920 პირი გათავისუფლდა ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისგან და მოეხსნათ ნასამართლეობა. იცით თქვენ ეს გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიიღო საკუთარი საპრეზიდენტო მმართველობის ბოლოს. მაგრამ ამ ძირითადი და დამატებითი სასჯელის მოხდისაგან და ნასამართლეობისგან გათავისუფლებულ პირთა გარდა, მან შეიწყალა 12027 მსჯავრდებული“, - განაცხადა ზვიად ქორიძემ.

ზვიად ქორიძის თქმით, როდესაც ვსაუბრობთ რეკორდებზე, ყველაზე კარგია გავეცნოთ სტატისტიკას, ვნახოთ ციფრები, რომლებიც არასოდეს ტყუიან.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge