png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ატენის ქუჩის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია გრძელდება

  • პოლიტიკა
  • 01.02.2018
  • 13:03
ატენის ქუჩის მცხოვრებლების საპროტესტო აქცია გრძელდება

ატენის ქუჩის მცხოვრებლები დედაქალაქის მერიის წინ, კორპუსის მშენებლობის ნებართვის შეჩერების მოთხოვნით, საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი თქმით, ატენის ქუჩა არის ზედმეტად პატარა იმისათვის, რომ 27-სართულიანი მონსტრი დაემატოს. 

მერიის წინ შეკრებილნი არიან ის ადამიანებიც, რომლებიც კორპუსში ბინების მიღებას ელოდებიან და აცხადებენ, რომ პირები, რომლებიც მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, 3 მილიონის აღების შემთხვევაში, მზად არიან მშენებლობა აღარ გააპროტესტონ. 

პარალელურად, მერიაში ატენის ქუჩის მცხოვრებლების, მათი ადვოკატისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლების მონაწილეობით ატენის ქუჩაზე მდებარე სადავო კორპუსთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სარჩელის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ატენის ქუჩის მცხოვრებლების ადვოკატმა, დიმიტრი გაბუნიამ შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, დღეს გადაწყდება მშენებლობის შეჩერების ან ბათილად ცნობის საკითხი.

"ჩვენ კატეგორიულად მივითხოვთ დღეს სულ მცირე მშენებლობის ნებართვის შეჩერებას. არსებითად დღეს საქმე გადაწყდება. დღეს ორიდან ერთი პასუხი გვექნება. ჩვენ ვითხოვთ, რომ ჯერ შეჩერდეს მშენებლობა და ბათილად იქნეს ცნობილი მშენებლობის ნებართვა და ამ ფორმით არ აშენდეს ეს ნაგებობა“, – განაცხადა ადვოკატმა.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge