png.ge
png.ge
png.ge
16+
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში გამოკითხულები ქვეყნის მთავარ მეგობრად აშშ-ს, მტრად კი რუსეთს მიიჩნევენ

  • საზოგადოება
  • 01.02.2018
  • 12:46
 საქართველოში გამოკითხულები ქვეყნის მთავარ მეგობრად აშშ-ს, მტრად კი რუსეთს მიიჩნევენ

საქართველოში გამოკითხულები ქვეყნის მთავარ მეგობრად - აშშ-ს, მტრად კი რუსეთს მიიჩნევენ. CRRC - ის კვლევის "კავკასიის ბარომეტრი 2017" თანახმად, საქართველოს მთავარ მეგობრად გამოკითხულთა 25% ასახელებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, 7% - აზერბაიჯანს, ასევე 7% - უკრაინას, 6% - თურქეთს, 6% - რუსეთს. გამოკითხულთა 17% მიიჩნევს, რომ არც ერთი ქვეყანა არ არის საქართველოს მეგობარი, 25%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება მთავარ მტერს, გამოკითხულთა 40% რუსეთს ასახელებს, 3%- თურქეთს, 6% - სხვას, 21% - არც ერთს, 30%-მა კი კითხვაზე პასუხი არ იცის.

„კავკასიის ბარომეტრი“ გამოკითხვას საქართველოში CRRC-საქართველო ნიუ იორკის კარნეგის კორპორაციის გრანტის ფარგლებში ატარებს. გამოკითხვის შედეგები წარმომადგენლობითია საქართველოს მასშტაბით. „კავკასიის ბარომეტრი“ რეგიონული პროექტია - გამოკითხვა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ერთნაირი მეთოდოლოგიით ტარდება და მონაცემების შედარების საშუალებას იძლევა. აღნიშნული გამოკითხვა საქართველოში 2008 წლიდან ყოველწლიურად და 2013 წლიდან ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

კვლევის საველე სამუშაოები 2017 წლის 23 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში ჩატარდა და 2 379 რესპონდენტი გამოიკითხა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი 2%-ია. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge