png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

კახა კალაძე ოპოზიციას გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს

  • პოლიტიკა
  • 26.01.2018
  • 14:10
 კახა კალაძე ოპოზიციას გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში თანამშრომლობას სთავაზობს.

აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ თბილისის მერიაში გააკეთა, სადაც დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

დედაქალაქის მერმა ექსპერტებს გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და დედაქალაქის მოსახლეობისთვის აღნიშნული დოკუმენტის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა.

„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ექსპერტებთან პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა, რომლებმაც სურვილი გამოთქვეს და მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შეფასების პროცესში ჩაერთვებიან.  პროცესში ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იქნებიან ჩართული. მინდა შევთავაზო ოპოზიციის წარმომადგენლებს - თუ მათ ექნებათ სურვილი, რომ შეფასების პროცესის თანამონაწილე გახდნენ, იმუშაონ ჩვენთან ერთად. წინასაარჩევნოდაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ მზად ვიქნებით თანამშრომლობისთვის და რადგან ეს დოკუმენტი ქალაქის სწორი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მათ ჩართულობის სურვილი აქვთ, ჩვენი კარი ყოველთვის ღიაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

საერთაშორისო საფინანსო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილიც ესწრებოდა.

„გენგეგმა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელზეც გრძელვადიან და საშუალოვადიან პერსპექტივაში თბილისის განვითარება უნდა დაფუძნდეს. შესაბამისად, ამ დოკუმენტის თავიდან ბოლომდე გააზრება, ვიდრე მერიის მიერ მისი მიღება მოხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ მოვიწვიეთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები, მათი წარმომადგენლები, ასევე, ადგილობრივი ექსპერტები იმისთვის, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობა მიიღონ“, - განაცხადა ილია ელოშვილმა.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები და ადგილობრივი ექსპერტები მონაწილეობენ.

მსოფლიო ბანკმა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა, აზიის განვითარების ბანკმა და საერთაშორისო კომპანია „ბიურო ჰაპოლდმა“, რომელიც 100 მედეგი ქალაქის განვითარების პროცესში მერიის სტრატეგიული პარტნიორია, გამოთქვეს მზადყოფნა -  გენერალური გეგმის საბოლოო ვარიანტის შეფასების პროცესში მათ მიერ შერჩეული ექსპერტები ჩართონ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge