png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვაა - ბექა დავითულიანი

  • პოლიტიკა
  • 24.01.2018
  • 13:17
 სატრანსპორტო პოლიტიკის მთავარი ამოცანა დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვაა - ბექა დავითულიანი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ბექა დავითულიანი სატრანსპორტო პოლიტიკის შესახებ თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. როგორც ბექა დავითულიანმა აღნიშნა, სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა თბილისის საცობებისგან განტვირთვაა. 

მისივე თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება. მათ შორის, მოწესრიგდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, დაიწყება მუნიციპალური ავტოპარკის განახლება და განხორციელდება მეტროს რეაბილიტაცია. 

გარდა ამისა, ბექა დავითულიანის თქმით, ცვლილება შევა დასუფთავების, სადისტრიბუციო და სამშენებლო სატვირთო ავტომანქანების გადაადგილების განრიგშიც. 

„დღეს დედაქალაქის მერმა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები დაანონსა, რომლებიც ქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებას ეხება. ამ მიმართულებით გადადგმული თითოეული ნაბიჯი დადებით შედეგს გამოიღებს და ჩვენი ქალაქი საცობებისგან განიტვირთება“ - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge