png.ge
png.ge
png.ge
16+
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
17 ოქტომბერი, 2026, შაბათი
png.ge

ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსია ხანგრძლივად გრძელდება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება – გიორგი გახარია

  • პოლიტიკა
  • 22.01.2018
  • 14:23
 ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსია ხანგრძლივად გრძელდება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება – გიორგი გახარია

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას შეფასებით, ნარკოპოლიტიკის თემაზე დისკუსია ხანგრძლივად გრძელდება, რაც მდგომარეობის გაუმჯობესებას არ ეხმარება.  უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნაკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული.

 “ჩვენ ამას ვამბობთ სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რასაც ჰქვია ქვეყანაში ნარკოსაშუალებების შემოსვლა და მათი გასაღება. აქ რეალურად ვხედავთ რისკებს. ვთვლით, რომ ეს არის მიმართულება, სადაც მკაცრი მიდგომები არათუ შესანარჩუნებელია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება იყო გასამკაცრებელი. მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად გვესმის, რომ ჰუმანური,  კომპლექსური ნარკოპოლიტიკა არის ერთადერთი გამოსავალი. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ჰუმანური პოლიტიკა და მიდგომა ნაკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით უნდა იყოს აბსოლუტურად დაბალანსებული, რათა ბალანსი ჰუმანურობასა და მოხმარების წახალისებას შორის იყოს ერთმნიშვნელოვნად დაცული, რამეთუ ეს არ უნდა იყოს პროვოცირება მოხმარების წახალისებისა. ჩვენ ვთვლით, რომ ძირითადი ამოცანა ნარკოპოლიტიკის უნდა იყოს ახალი მომხმარებლების არგაჩენა და რეაბილიტაცია”, – განაცხადა შს მინისტრმა.

მისივე თქმით, უმჯობესია, რომ საკითხის განხილვა მოხდეს ერთ პლატფორმაზე, სადაც ჩართული იქნება ყველა უწყება.

“ჩვენ გვესმის, რომ ნარკოპოლიტიკა არის კომპლექსური საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ შსს-ს ძირითადი ამოცანა არის ნარკოდანაშაულთან ბრძოლა. როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ახალი მომხმარებლების არგაჩენა და დაბალანსებული ნარკოპოლიტიკა, რომელიც აღკვეთს წახალისებას, ვთვლით, რომ ამასთან ერთად ნაკორიტების შეძენა-შენახვა მოხმარების მიმართულებით არსებობს გარკვეული რეზერვი, რომ სახელმწიფოს მიდგომა იყოს კიდევ უფრო ჰუმანური, ისევე როგორც იმ მიმართულებით, რასაც შემოწმებების ფორმები ჰქვია. მზად ვართ, რომ ამაზე ვისაუბროთ. ჩვენი მიზანი ამ ფორმატის განახლების და დროში სწრაფიგადწყვეტილების მიღების კომპლექსური ნარკოპოლიტიკაა. გვესმის, რომ შსს-ს თუნდაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლით ვერაფერს გახდება, თუ ყველა სხვა მიმართულებებით, ოთხი სვეტის მიმართულებით კომპლექსური მიდგომა არ იქნება შესაბამის სახელმწიფო უწყებებზე. ვთვლით, რომ ვიდრე არ გვექნება აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა ყველა სხვა მიმართულებაზე, პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, არ გვექნება კონკრეტული გეგმა. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ჰუმანური მიდგომა არ უნდა გახდეს მაპროვოცირებელი წახალისების. ვთვლით, რომ ეს არის კომპლექსური საკითხი და, როდესაც ვიღებთ ძალიან მნიშვნელოვან საკანონდებლო ცვლილებებს, აბსოლუტურად მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს ყველა სხვა მიმართულებით, რას ვაკეთებთ. უნდა გვქონდეს კონკრეტული გეგმა, რის შემდეგაც სხვანაირად ვერ შევაფასებთ მიღებული გადაწყვეტილებებს, საკანონდებლო ცვლილებების ეფექტურობას და შევალთ საკმაოდ მძიმე რისკებში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მინისტრის თქმით, შსს ემხრობა ჰუმანურობას, ჰუმანურ მიდგომებს და საჭიროა ბალასის დაცვა.

“გვინდა, დავიცვათ ბალანსი, რომ ჩვენი ნარკოპოლიტიკის ჰუმანური მიდგომები არ გახდეს წახალისების მაპროვოცირებელი და გვინდა, რომ გვქონდეს კონკრეტული გეგმა ოთხივე სვეტის მიმართულებით, რას ვაკეთებთ, რა პერიდოში”, – განაცხადა გახარიამ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
  • 17:22
პირველად საქართველოში საბურავების Trade-in „თეგეტა მოტორსში“ - ჩააბარე ძველი და დაზოგე ახლის შეძენისას
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
  • 17:14
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
  • 15:14
25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
  • 11:47
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 საფლავი გაქურდეს
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
  • 11:38
თიკა რუხაძე მდინარაძის რეკომენდაციით იყო დანიშნული, მისი სახელით ბლატაობდა და მისი პასუხისმგებლობაა, ასეთი კადრი რომ მოიყვანა - დავით ოქიტაშვილი
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
  • 08:22
ქალბატონო თიკა, სად წავიდა მილიონები?! - დავით ოქიტაშვილი პროკურატურას მოუწოდებს შეისწავლონ პატრიარქის დაკრძალვის ხარჯები
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
  • 15:55
ქართველ ხალხს არასდროს გადაუხვევია ქრისტეს გზიდან და უფალიც თავისი მადლით და წყალობით მუდამ შეგვეწეოდა  - შიო მესამე
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
  • 15:54
ნუღარ მოვიტყუებთ თავს, ჩვენ ვართ არა პარტიულ ბრძოლაში, არამედ ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში - ელენე ხოშტარია
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge