png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას - ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ("ამერიკის ხმა")

  • კონფლიქტები
  • 15.01.2018
  • 12:39
 ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას - ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ("ამერიკის ხმა")

„ანატოლი ბიბილოვის ვიზიტი აზიანებს რესპუბლიკა სრპსკას რეპუტაციას“ - ამის შესახებ განცხადება ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11 იანვარს, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ბოსნია-ჰერცოგოვინასსერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ვიზიტის შემდეგ გააკეთა.

ამ თემაზე გთავაზობთ ჟურნალისტი ანი ჩხიკვაძის სტატიას, რომელიც „ამერიკის ხმისთვისაა“ მომზადებული.  

"ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკაში (Republika Srpska) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმის წარმომადგენლების ვიზიტს აქტიური დისკუსია მოჰყვა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება 11 იანვარს ბოსნიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკეთა, რომელშიც დაადასტურა, რომ სამინისტრო ინფორმაციას არ ფლობდა.

„თვითგამოცხადებული და საერთაშორისო დონეზე არაღიარებული სამხრეთ ოსეთიდან ვიზიტმა, ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკას (Republika Srpska // Република Српска)  დიდი ზიანი მიაყენა. ამან „რესპუბლიკა სრპსკას“ რეპუტაცია შელახა და მნიშვნელოვნად დააზიანა მისი სტატუსი საერთაშორისო არენაზე” - განაცხადა ბოსნია-ჰერცოგოვინის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ჩრნადაკმა. მან ასევე აღნიშნა რომ, სამინისტრო არ იყო ვიზიტის შესახებ ინფორმირებული და მის ორგანიზებაში მონაწილეობა არ მიუღია.

იგორ ჩრნადაკის განცხადებით, აღნიშნულმა „რესპუბლიკა სრპსკას“ სტატუსი (ეს უკანასკნელი ბოსნია-ჰერცოგოვინისსაერთაშორისოდ აღიარებული სრულუფლებიანი ერთეულია) ოკუპირებუ ლი სამხრეთ ოსეთის „საეჭვო საერთაშორისო სტატუსს“ გაუთანაბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული საქართველოსა და ბოსნია-ჰერცოგოვინას შორის ურთიერთობებს არ დააზიანებს.

მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა ბოსნიის კოლექტიური პრეზიდიუმის წევრი მლადენ ივანიჩი, რომლის თქმით, პრეზიდიუმმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გასულ კვირას ბოსნია-ჰერცოგოვინას სერბთა რესპუბლიკის „რესპუბლიკის დღე” აღინიშნა. ბანია-ლუკაში გამართულ სამხედრო აღლუმზე, საპატიო სტუმრის სტატუსით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვიც იყო მიწვეული. ოსი სეპარატისტების „პრეზიდენტთან“ ერთად საპატიო ლოჟაში სერბთა რესპუბლიკისა და სერბეთის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა იყო წარმოდგენილი. ბოსნია-ჰერცოგოვინის სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი მილორად დოდიკი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტს, ბიბილოვს და რუსეთის ელჩს შეხვდა, რის შემდეგაც მათ რუსი დიპლომატის, ვიტალი ჩურკინის საპატივცემული მონუმენტი აღმართეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა. განმარტება ჯერ არ გაუკეთებია სერბეთს, რომლის დედაქალაქ ბელგრადში ანატოლი  ბიბილოვი ბოსნიაში ჩასვლამდე იმყოფებოდა, ეკლესიები მოინახულა და სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსს, ბაჩსკას ეპარქიის წინამძღოლს ირინეის შეხვდა", - ვკითხულობთ სტატიაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge